ირკვევა, რომ გადაწყვეტილების მისაღებად გასული მოსამართლეები შვებულებაში გადიან.
უკვე თითქმის ერთი თვეა, სასამართლოში არ ჩანს არც მერაბ ტურავა - მოსამართლე, რომლის დაჟინებული მოთხოვნითაც ტელეკომპანიის საქმე კოლეგიის შემდეგ განსახილველად პლენუმს გადაეცა.
კურიერი დღეს მას ტელეფონით დაუკავშირდა. თავიდან ტურავამ აღნიშნა, რომ საქართველოში არ იმყოფებოდა და ჟურნალისტთან საუბარი შეწყვიტა, შემდეგ კი მალევე თქვა, რომ ეჩქარებოდა და ტელეფონი გათიშა. მოგვიანებით კი ჩვენს ზარებს აღარ უპასუხა.
კურიერმა ინფორმაციის გადაწმოწმება საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებთან სცადა. არც მათ აქვთ ინფორმაცია, სად იმყოფება მერაბ ტურავა და ამბობენ, რომ ამ ფაქტით არ დაინტერესებულან.
შვებულებებში გასვლის საკითხზე კი ამბობენ, რომ ეს მათი პირადი საქმეა და კონკრეტიკისგან თავს იკავებენ. აქვე ამბობენ, რომ მათზე ზეწოლა არ ხდება.
წყარო: რუსთავი 2
მასალის გამოყენების პირობები






