ერგნეთის მორიგი შეხვედრა კონკრეტული შეთანხმების გარეშე დასრულდა
პოლიტიკა - 19:31, 19 Jul, 2016     1523
ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) რიგით 68-ე შეხვედრა გაიმართა.

მხარეებმა 10-მდე საკითხი განიხილეს, თუმცა რაიმე კონკრეტული შეთანხმება მიღწეული არ არის.

დაკავებული გიუნაშვილს ცხინვალში 2-თვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს.ამ დრომდე უცნობია უგზოუკვლოდ დაკარგული საღინაშვილის ადგილსამყოფელიც.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, "შეხვედრაზე განიხილეს ე.წ. საზღვრის მოწყობის უკანონო პროცესი და ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით საქართველოს მოქალაქეების უკანონო დაკავებების ფაქტები. ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებმა ისაუბრეს მიმდინარე წლის 8 ივნისს დაკავებული გიორგი გიუნაშვილის საკითხზე. საოკუპაციო ძალებისა და დე ფაქტო რეჟიმის წარმომადგენლებმა ქართულ მხარეს მიაწოდეს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ თავდაპირველად გიუნაშვილი დააკავეს ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით, თუმცა მოგვიანებით დე ფაქტო პროკურატურამ მის მიმართ აღძრა ე.წ. სისხლის სამართლის საქმე სხეულის მძიმე დაზიანების ფაქტზე. ქართულმა მხარემ დააფიქსირა პოზიცია, რომ აღნიშნული ბრალდება არის აბსურდული და სანამ გიორგი გიუნაშვილი უკანონო პატიმრობიდან არ გათავისუფლდება, მისი საკითხი არ მოიხსნება არც ერთი ფორმატის დღის წესრიგიდან, რომელშიც ცენტრალური ხელისუფლება მონაწილეობას იღებს. ოსურმა მხარემ კიდევ ერთხელ დააყენა ე.წ. საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის საკითხი, რასთან დაკავშირებითაც ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან დაფიქსირებული იყო მკვეთრად უარყოფითი პოზიცია, მით უფრო, რომ ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფორმატი პოლიტიკური საკითხების განხილვას არ ითვალისწინებს"- აღნიშნევენ სუს-ში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42