პაატა ბურჭულაძემ წყალტუბოსა და გეგუთში ამომრჩეველთან შეხვედრა გამართა
პოლიტიკა - 17:22, 19 Jul, 2016     1548
პაატა ბურჭულაძე რეგიონებში მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობს. „მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის“ თავმჯდომარემ შეხვედრები წყალტუბოში და გეგუთში გამართა. ბურჭულაძემ და პარტიის ლიდერებმა ადგილობრივებს საარჩევნო პროგრამა და პარტიის ეკონომიკური ხედვა გააცნეს, რომლის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი ქვეყნის სწრაფი ეკონომიკური ზრდაა. ბურჭულაძემ ადგილობრივებს საარჩევნო პროგრამის სოციალური ნაწილიც გააცნო, რომლის მიხედვითაც პენსია 250 ლარამდე გაიზრდება, სოციალურად დაუცველ მოსახლეობას კი სტატუსი 4 წლის განმავლობაში გარანტირებულად შეუნარჩუნდებათ. პაატა ბურჭულაძემ ასევე წყალტუბოს ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარების აუცილებლობაზეც ისაუბრა. დღესვე ბურჭულაძემ წყალტუბოში „მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის“ რეგიონული ოფისიც გახსნა.

„ვაგრძელებთ რეგიონებში მოსახლეობასთან შეხვედრებს. სურათი მთელს ქვეყანაში თითქმის ერთნაირია, მძიმე სოციალურ-ეკონომიკური ფონი და სრული უიმედობა ხალხში. ხალხსა და ხელისუფლებას შორის დიდი სიცარიელეა. ასე გაგრძელება აღარ შეიძლება და ჩვენ ამ მძიმე რეალობას 8 ოქტომბერს აუცილებლად შევცვლით. რაც მთავარია ჩვენ მოსახლეობას გავუჩინეთ იმედი, რომ ყველაფერი უკეთესობისკენ შეიცვლება. წყალტუბოს აქვს დიდი ტურისტული პოტენციალი და არჩევნების დასრულების შემდეგ ჩვენ დავიწყებთ ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებას. ვუზრუნველყოფთ ტურისტულ სფეროში ჩართული ადგილობრივი პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლებას და ისევე როგორც მთელს ქვეყანაში ასევე წყალტუბოსა და გეგუთშიც შევძლებთ წარმატებით განვავითაროთ აგრო სექტორი და სოფლის მეურნეობა. „ - განაცხადა პაატა ბურჭულაძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42