თაღლითური სქემა და მიტაცებული ძვირფასეულობა-ჩოხატაურის ლომბარდში 70 ათასი ლარის ოქრო დაიკარგა
შემთხვევა - 16:08, 19 Jul, 2016     9862

ჩოხატაურში წერეთლის ქუძაზე არსებულ ლომბარდში დაგირავებული ოქროს მეპატრონეები კუთვნილი ძვირფასეულობის დაბრუნებას რამდენიმე თვეა უშედეგოდ ელოდებიან.
ჩოხატაურის ლომბარდის მენეჯერი და დირექტორი დაკითხვაზე გურიის სამხარეო პოლიციაში ჰყავთ გადაყვანილი
პოლიციის შენობასთან ამ წუთებში დაზარალებულები არიან შეკრებილები, ისინი ლომბარდის მფლობელებთან შეხვდრას ითხოვენ.
როგორც, „გურიის მოამბეს“ შსს განუცხადეს, აღნიშნულ საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს სსკ-ის 180-ე მუხლით, რაც თაღლითობას გულისხმობს. როგორც უწყებაში განმარტავენ, მომხადარზე ჯერ დაკავებული არავინარის და მიმდინარეობს საგამოძიებო პროცესები.
ჩოხატაურის ლომბარდში დაახლოებით 45 ადამიანს აქვს ოქროულობა დაგირავებული, რომლის ჯამური ღირებულება 70 ათას ლარზე მეტს შეადგენს.
როგორც, „გურიის მოამბეს“ დაზარალებულები უყვებიან, რამდენიმე თვეა ოქროს გამოსასყიდი თანხა გადახდილი აქვთ, თუმცა ძვირფასეულობის უკან გამოტანას და დაბრუნებას ვერ ახერხებენ.
„ძალიან მძიმე მდგომარეობაში ვართ და არავინ არ ვიცით რეალურად რა ხდება. ხომ შეიძლება სიმართლე გვითხრან, მივედით დავაგირავეთ ოქროულობა და პროცენტსაც ვიხდით. ჩვენ რა დავაშავეთ ვინ უნდა გაგცეს პასუხი, ან სად არის ჩვენი ძვირფასეულობა?! რამდენიმე დღე ლომბარდი დაკეტილია და ამბობენ საქმეა აღძრული. მე პირადად 1500 ლარი გადავიხადე და ნოემბერში უნდა მოეცათ ოქროულობა, გავიდა 9 თვე და მხოლოდ ოქროს ცეფი მივიღე, დანარჩენი არაფერი მოუციათ. ტელეფონზე ვურეკავთ იმ ქალს და არ გვპასუხობს, გაგცენ პასუხი ვინ რა გავაკეთოთ.“ განუცხადა „გურიის მოამბეს“ ერთ-ერთმა დაზარალებულმა, ნათია ბოლქვაძემ.
კიდევ ერთი დაზარალებული, რუსიკო დოლიძე აცხადებს, ამბობს, რომ ლომბარდის მეპატრონეს, რომელიც სამტრედიელია რამდენიმე დღეა ვერ უკავშირდებიან. დაზარალებულების თქმით, ისინი თაღლითური გარიგების მსხევრპლი არიან და დროულ გამოძიების ჩატარებას მოითხოვენ.
„ახლა დაიწყეს გამოძიება 9 თვეა გაურკვეველ ვითარებაში ვართ, რომ მიჭირდა და სასწრაფოდ მჭირდებოდა ფული, მეზობლებიდან ვითხოვე ოქრო და ისე დავაქირავე, 2 ათასი ლარი შეტანილი მაქვს და არავინ მიბრუნებს ოქროს. ჩვენი მოთხოვნაა საგამოძიებო უწუებებმა დროულად მოახდინონ ამ ფაქტზე რეაგირება. მძიმე მდგომარეობა შექვექმნა ფინანსური კუთხით და არ გამოვრიცხავ ვალის დასაბრუნებლად სახლის გაყიდვა მოგვიწიოს“.
„გურიის მოამბე“ ლომბარდის მფლობელს, ნესტან ზაქრაძეს რამდენჯერმე დაუკავშირდა, თუმცა ზაქრაძემ ჩვენს ზარებს არ უპასუხა. გავრცელებული ინფორმაციით, ლომბარდის ერთ-ერთმა მფლობელმა ქვეყანა დატოვა და საზღვარგარეთ იმყოფება.
ზაქრაძე „გურიის მოამბესთან“ საუბარში რამდენიმე თვის წინ აცხადებდა, რომ რომ ლომბარდში ნამდვილად შეიქმნა ფინანსური პრობლემა და ოქროს მეპატრონეებს საკუთარი ძვირფასეულობის დაბრუნება პრობლემები არ შეექმნებოდათ.
„პირდაპირ გეუბნებით, რომ მიმდინარე თვის ბოლომდე ყველა იმ ადამიანს დაუბრუნდება თავისი კუთვნილი ძვირფასეულობა, რომელიც დაგირავებული აქვს. ამდენი წელია საქმიანობას ვეწევი და ფაქტობრივად, მსგავსი პრობლემის წინაშე არასოდეს დავმდგარვარ, რაც კონკრეტულ მუნიციპალიტეტში შემექმნა. არ ვიცი ეს ოპერატორის ბრალია, თუ სხვა რამ ხდება, მაგრამ ის, რომ კომპიუტერული მონაცემები გადახდილი თანხის სიზუსტეს არ ასახავს, ან სადღაც რაღაც ქრება, კითხვებს აჩენს. არავის არაფერი არ დაეკარგება, უბრალოდ იყო შეფერხება. სულ ამ დროისთვის დარჩენილი ასეთი 25 ადამიანი დანარჩენებს გატანილი აქვთ. “ - აცხადებდა ზაქრაძე.
თეა იოსელიანი-გურია





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42