პრეზიდენტი იმედოვნებს, რომ მის მიერ წარდგენილ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებს პარლამენტი დაამტკიცებს
პოლიტიკა - 15:22, 19 Jul, 2016     1319
საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერმა ეკა მიშველაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე უზენაესი სასამართლოს მოსამართლების კანდიდატების შესახებ პრეზიდენტის პოზიცია გაახმოვანა.

მისი თქმით, საქართველოს პრეზიდენტი იმედს გამოთქვამს, რომ წარდგენილ უზენაესი სასამართლოს მოსამართლების კანდიდატებს პარლამენტი დაამტკიცებს.

ეკა მიშველაძის განცხადებით, ლევან ბოძაშვილი მაღალი კვალიფიკაციისა და მაღალი პროფესიული სტანდარტების მქონე კანდიდატია.

„ამ დრომდე ლევან ბოძაშვილი უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილეა. მანამდე იყო სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის წევრი, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის ბიუროს უფროსი, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის ბიუროს უფროსი, ვენეციის კომისიის წარმომადგენელი სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიაში, ევროკავშირის კანონის უზენაესობის მისიის სამართლებრივი მრჩეველი. მუშაობდა, გაერო-სა და ეუთო-ში, ევროპის საბჭოსა და ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში სტრასბურგში. იყო ევროპის საბჭოს ვენეციის კომისიის წევრი. რაც მთავარია, მას აქვს სუფთა წარსული, რაც აუცილებელია მოსამართლისთვის. პრეზიდენტს არაერთხელ განუცხადებია, რომ სასამართლო სისტემა საჭიროებს ძირეულ და ფართომასშტაბიან ცვლილებებს. მართლმსაჯულება ვერ განხორციელდება მოსამართლეების გარეშე“ - განაცხადა ეკა მიშველაძემ.

კითხვაზე რატომ ჭიანურდება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების განხილვა. ამ საკითზე პრესსპიკერმა აღნიშნა -"პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ მას არ ჰყავს მოკავშირეები არც ერთ პოლიტიკურ ძალაში იმისთვის, რომ მოხდეს სასამართლოს რეფორმა".

ეკა მიშველაძის თქმით, სწორედ ამით შეიძლება აიხსნა ის პროცესი, რაც მოსამართლეობის კანდიდატებთან დაკავშირებით ხდება.

მისივე განცხადებით, სასამართლო სისტემა საჭიროებს ძირეულ და ფართომასშტაბიან ცვლილებებს.

„მოსამართლეები პირველ რიგში სჭირდება სასამართლოს. პრეზიდენტი იმედს გამოთქვამს, რომ ეს მარტივი ჭეშმარიტება გათავისებული აქვთ პარლამენტის წევრებსაც და გულისყურით მოეკიდებიან წარდგენილი მოსამართლეების დამტკიცებას, რასაც უკვე მრავალი თვეა ვერ ახერხებენ“, - აღნიშნა ეკა მიშველაძემ.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42