ქართული ოცნება საპარლამენტო არჩევნებისთვის მზადებას განაგრძობს. ამჯერად პარტიის ლიდერმა და პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა „ქუთაისში ოცნების“ საარჩევნო სიის 11 წევრი დაასახელა.
იმერეთში „ქართული ოცნების“ სახელით არჩევნებში მონაწილეობას მიიღებენ: კობა ნარჩემაშვილი, გენადი მარგველაშვილი და დიმიტრი მხეიძე.
"ქუთაისო გამარჯობა, მივესალმები მთელს იმერერთს. მადლობა აქ მოსვლისთვის ქართული ოცნების მხარდაჭერისთვის. მიხარია რომ ამდენ ანთებულ თვალებს ვხედავა ამ მოედანზე. საარჩევნო კამპანიას დავით აღმაშენებლის ქალაქიდან ვიწყებ, აქედან მივესალმები მთელს საქართველოს. სწორედ გათლიანებული საქართველოა ჩვენი პარტიის მიზანი.
2012 წელს ქართულმა ოცნებამ გაიმარჯვა არჩევნებში. ამ გამარჯვებამ საქართველო განვითარების სწორ გზაზე გაიყვანა. 4 წელში ყველაფერი გავაკეთეთ, რომ ჩვენი ხალხის მდგომარეობა ნაბიჯ ნაბიჯ შეგვეცვალა. ხალხს მივეცით თავისუფლება, მოვსპეთ შიში, შევქმენით პირობები მშვიდი ცხოვრებისთვის და გავაჩინეთ სტაბილურობის განცდა. ანგარიშსწორება და შურისძიება გუშინდელი დღეა. ჩვენი მიზანია საზოგადოებრივი თანხმობის მიღწევა. ეს არის ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება ჩვენი ქვეყნისთვის. ჩემო მეგობრებო ჩვენ მოვიპოვეთ თავისუფლება, ჩვენ ქვეყანას სწრაფი განვითარება სჭირდება. ქართულ ოცნებას არცერთი ნაბიჯი არ გადაუდგამს მოჩვენებითი სიკეთის შესაქმნელად. ყველას მივეცით მკურნალობის საშუალება. უპრეცედენტო დახმარება გავუწიეთ სოფელს, ფერმერებს მეწარმეებს დავუდექით გვერდში რამდენადაც ეს შესაძლებელი იყო. გაგრელდება ეს ყველაფერი. რეალურად განვათავისუფლეთ ბიზნესი, ხელისუფლებისგან გავანთავისუფლეთ, მედია, სასამართლო პოლიცია.
ამ წარმატებებს აღიარებს ყველა. ჩვენთვის მთავარია თქვენ იგრძნოთ უკეთესობა. ფუნდამენტი ჩავყარეთ 4 წლის განმავლობაში, ახლა ქვეყნის სწრაფ განვითარებაზე ვმუშაობთ. 4 პუნქტიანი რეფორმების გეგმაც სწორედ ამას ემსახურება. მომავალ 4 წელში სამეწარმეო სულისკვეთება უნდა გავაძლიეროთ ჩვენ ქვეყანაში. საქართველოს ყველა კუთხე და სოფელი, უმოკლესი და თანამედროვე ინფრასტრუქტურით უნდა დაუკავშირდეს. მოწყობილი ინფრასტრუქტურა ბიზნესს განვითარების საშუალებას მისცემს რაც თავისთავად უზრუნველყოფს დამატებით სამუშაო ადგილებს.
ქართული ოცნება უალტერნატივო პოლიტიკური ძალაა. ჩვენ დასავლური ღირებულებების ერთგული ვართ. 2012 წელი გამარჯვებით დავაგვირგვინეთ, ახლაც ბრძოლაში ვართ. მჯერა რომ 8 ოქტომბერს ჩვენ ერთად აუცილებლად გავიმარჯვებთ. ქართული ოცნება გაიმარჯვებს და ჩვენ გავიმარჯვებთ", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






