უმაღლესმა საბჭომ მთავრობის განახლებული შემადგენლობა დაამტკიცა
პოლიტიკა - 17:40, 18 Jul, 2016     1106
აჭარის ა/რ უმაღლესმა საბჭომ 12 ხმით 7 -ის წინააღმდეგ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ახალი მინისტრთა კაბინეტი დაამტკიცა. დეპუტატებს ოთხივე კანდიდატი აჭარის მთავრობის ახალმა თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ წარუდგინა. მინისტრების 4 კანდიდატიდან ორი ახალი სახეა. თანამდებობები შეინარჩუნეს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ნუგზარ სურმანიძემ და განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა გიორგი თავამაიშვილმა.
ზურაბ პატარაძის გადაწყვეტილებით სოფლის მეურნეობის მინისტრად ლაშა კომახიძის კანდიდატურა შეირჩა. იგი სოფლის მეურნეობის მიმართულებით წლების განმავლობაში მუშაობდა. გაეროს განვითარების პროგრამაში ახორციელებდა ევროკავშირის პროექტს „ENPARD“ -ი . მონაწილეობა მიიღო სასოფლო სამეურნეო კოოპერატივების განვითარებაში, რის შედეგადაც შეიქმნა 77 კოოპერატივი 700 000 ევროზე მეტი დაფინანსებით, ხოლო 350-ზე მეტ ფერმერს შემოსავალი უშუალოდ 60-70 % -ით გაეზარდა. ასევე მას უკავშირდება აჭარის სოფლის მეურნეობის განვითარების სტრატეგიაში შეტანილი წვლილი, რომელიც განაპირობებს 2016-2020 წლების მანძილზე ევროკავშირის მრავალმილიონიან საგრანტო პოლიტიკას ჩვენს რეგიონში.
აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის კანდიდატად რამაზ ბოლქვაძე წარადგინა, რომელიც ამ დრომდე ამავე სამინისტროში მინისტრის მოადგილე იყო. რამაზ ბოლქვაძე მრავალი წელია წარმატებულად მუშაობს ეკონომიკისა და ფინანსების მიმართულებით სხვადასხვა საპასუხისმგებლო თანამდებობაზე. იყო აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს საბიუჯეტო დეპარტამენტის უფროსი, ამავე უწყების ცენტრალური სახაზინო სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი, ცენტრალური სახაზინო სამსახურის საგადასახადო დავალებათა განყოფილების მთავარი სპეციალისტი და სხვა.
რეგიონის ხელმძღვანელმა კანდიდატების წარდგენამდე დეპუტატებს მინისტრების შესახებ საკუთარი შეხედულებები გააცნო, რის შემდეგაც ფრაქციების წევრებმა და დეპუტატებმა მათთვის მნიშვნელოვან საკითხებზე პასუხები პირადად მინისტრების კანდიდატებისგან მოისმინეს. გაიმართა დებატები სამინისტროების მიერ განხორციელებული სამუშაოების და მომავალი გეგმების ირგვლივ. აჭარის უმაღლესი საბჭოს 21 წევრიანი შემადგენლობიდან სხდომას 20 დეპუტატი ესწრებოდა.
აჭარის მთავრობის ახალი შემადგენლობა დამტკიცებულია ხმათა უმრავლესობით.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42