გიორგი მარგველაშვილი სლოვენიის ინფრასტრუქტურის მინისტრს პიტერ გაშპერშიჩს შეხვდა
პოლიტიკა - 17:38, 18 Jul, 2016     1013

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, სლოვენიის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, სლოვენიის ინფრასტრუქტურის მინისტრს პიტერ გაშპერშიჩს შეხვდა.

მინისტრთან სამუშაო ლანჩზე საუბარი შეეხო საქართველოს საინვესტიციო პოტენციალს, საქართველოს გეოპოლიტიკურ როლს, მნიშვნელოვან რეგიონულ პროექტებს, ტრანსკასპიური გაზსადენისა და აბრეშუმის გზის მნიშვნელოვან შესაძლებლობებს, რაც ხელს შეუწყობს ტრანსკონტინენტური თანამშრომლობის გაძლიერებას.

როგორც საქართველოს პრეზიდენტის ეკონომიკურმა მრჩეველმა მაია მელიქიძემ განაცხადა, საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის სლოვენიაში ოფიციალური ვიზიტი ძალიან მნიშვნელოვანი ვიზიტია, რადგან ეს მოიცავს ბიზნესკომპონენტს, გამომდინარე, იქიდან, რომ შეხვედრები გაიმართება სხვადასხვა სექტორის წარმომადგენლებთან, რომლებიც სლოვენიაში ძალიან წარმატებულნი არიან და უკვე თანამშრომლობენ საქართველოს ბიზნესკომპანიებთან.

,,რაც შეეხება სამთავრობო შეთანხმებებს, მოგეხსენებათ, რომ გაფორმდა ხელშეკრულება, რომელიც მოიცავს ეკონომიკურ თანამშრომლობას.

ის თანამშრომლობა, რომელიც უკვე არსებობს ჩვენს ქვეყნებს შორის, უფრო გაღრმავდება, უფრო პერსპექტიული გახდება, რაც თავის თავში მოიცავს ტურიზმის განვითარებას, ინფრასტრუქტურული პროექტების უფრო განვითარებას, ფარმაცევტული ბაზრის გაზრდას, სოფლის მეურნეობის მიმართულებით თანამშრომლობას. ამასთან მიმართებაში მომავალში ვგეგმავთ უფრო აქტიურ შეხვედრებს, რადგან სლოვენიის დელეგაცია უახლოეს მომავალში ეწვევა საქართველოს;

დაიგეგმება ეს შეხვედრები და უფრო პრაქტიკული ხასიათის შედეგები გვექნება მომავალში", - აღნიშნა პრეზიდენტის ეკონომიკურმა მრჩეველმა მაია მელიქიძემ.

საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვიზიტი სლოვენიის რესპუბლიკაში 19 ივლისს დასრულდება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42