გიორგი მარგველაშვილი უკვე შეხვდა პრეზიდენტ ბორუტ პაჰორსს.
სლოვენიის პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ გამოხატა საქართველოს მიმართ კეთილგანწყობა.
სლოვენიის პრეზიდენტის განცხადებით, ქვეყანა მომხრეა საქართველოს უვიზო მიმოსვლა შენგენის ზონაში რაც შეიძლება მალე ამოქმედდეს.
მანამდე კი ორ ქვეყანას შორის ხელი მოეწერა ხელშეკრულებას ეკონომიკურ თანამშრომლობაზე, სადაც აღნიშნულია, რომ საქართველოს მოქალაქეებს, რომლებსაც გააჩნიათ სამსახურეობრივი პასპორტები, სავიზო რეჟიმი სლოვენიაში მათთვის გამარტივებული იქნება.
ერთობლივ ბრიფინგზე განცხადება გააკეთა საქართველოს პრეზიდენტმაც. გიორგი მარგველაშვილმა კოლეგას მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
„გვქონდა ძალიან ბევრი დადებითი წინაპირობა. პირველ რიგში ეს არის ის სტაბილური მხარდაჭერა, რომელსაც ჩვენ ვიღებთ სლოვენიისგან საქართველოსთვის უმნიშვნელოვანეს მიმართულებებზე. ეს არის ჩვენი ევროპული და ევროატლანტიკური მიმართულებები,“-განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






