უცნობი პირები მოქალაქეებთან სახლში მიდიან და ჩვენი პარტიის სახელით თანხას ითხოვენ - მერაბ მეტრეველი
პოლიტიკა - 11:26, 18 Jul, 2016     2129
ბოლო რამდენიმე დღეა თბილისში და ქვეყნის სხვა ქალაქებში გახშირდა შემთხვევები, როდესაც „პაატა ბურჭულაძე - მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის“ სახელით ჩვენთვის უცნობი პირები მოქალაქეებთან სახლში მიდიან და პარტიული შემოწირულობის სახით სხვადასხვა ოდენობის თანხას ითხოვენ. პარალელურად გარკვეული პირები, რომელთა ვინაობა ასევე უცნობია ჩვენთვის, აზრის გამოკითხვის საბაბით მოქალაქეებთან აწარმოებენ გასაუბრებას პოლიტიკურ თემებზე, რა დროსაც ახდენენ ჩვენი მოძრაობის რეპუტაციის შელახვას არასწორი ინფორმაციის გავრცელებას და აცხადებენ, რომ ჩვენ ვართ ამა თუ იმ პოლიტიკური პარტიის სატელიტები.

გვსურს ჩვენს თანამოქალაქეებს მოგიწოდოთ: არ შეხვიდეთ შეცდომაში და ჩვენი მოძრაობის სახელით მოსულ არც ერთ პირს არ მისცეთ არანაირი ოდენობის თანხა.

რაც შეეხება მეორე შემთხვევას, აქაც ისევე როგორ პირველი შემთხვევაშიც საქმე გაქვს პარტიის რეპუტაციის შელახვასთან. ამ კამპანიის ორგანიზებული ხასიათი გვაფიქრებინებს, რომ საქმე გვაქვს დაინტერესებული სახელისუფლებო ჯგუფის მიზანმიმართულ შავ პიართან, რომელიც ძველი და გაცვეთილი მეთოდებით აწარმოებს ჩვენთან პოლიტიკურ ბრძოლას.

კატეგორიულად ვთხოვთ სამართალდამცავ ორგანოებს დაინტერესდნენ ზემოხსენებული ფაქტებით და გამოიძიონ ეს შემთხვევები. კიდევ ერთხელ მივმართავთ მოსახლეობას - არ აჰყვეს პროვოკაციას - ჩვენი აქტივისტები თქვენთან აუცილებლად მოვლენ მხოლოდ თქვენი პრობლემების მოსასმენად, საქართველოს განვითარების ჩვენს მიერ შემუშავებულ გეგმაზე სასაუბროდ და "ცეესკოში" პარტიის რეგისტრაციისთვის საჭირო ხელმოწერების შესაგროვებლად.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42