თავდაცვის მინისტრმა დაჭრილ და დაშავებულ სამხედროებს ბინები გადასცა
პოლიტიკა - 10:01, 18 Jul, 2016     5391

დაჭრილ და დაშავებულ სამხედრო მოსამსახურეებს ვარკეთილის სამხედრო ქალაქში საცხოვრებელი ბინები გადაეცათ. აბაშვილის ქუჩაზე მდებარე კორპუსებში ბინა საკუთრებაში, ამჯერად, 42-მა დაჭრილმა და დაშავებულმა სამხედრო მოსამსახურემ მიიღო. იმავე კატეგორიის 30-მდე სამხედრო კი საცხოვრებელი ბინით შემდეგ ეტაპზე დაკმაყოფილდება.

თავდაცვის სამინისტროს შემეცნებით-საგანმანათლებლო ცენტრში გამართულ ცერემონიალზე ბინები კენჭისყრით განაწილდა. სამხედროებს სახლის გასაღები თავდაცვის მინისტრმა პირადად გადასცა. თინათინ ხიდაშელმა ახალ მესაკუთრეებს ბინების მიღება მიულოცა, სამხედროების ოჯახის მცირეწლოვან წევრებს კი სამახსოვრო საჩუქრებიც გადასცა.

„მინისტრობის პირველივე დღესვე განვაცხადე, რომ თავდაცვის სამინისტრო თავის ვალდებულებებს შესაძლებლობის ფარგლებში მაქსიმალურად შეასრულებდა მინიმუმ ორი კატეგორიის სამხედრო მოსამსახურეებისა და მათი ოჯახის წევრების მიმართ. დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების ოჯახები უკლებლივ დავაკმაყოფილეთ საცხოვრებელი ბინებით და შემდეგი ეტაპი უკვე იყო დაჭრილი სამხედრო მოსამსახურეების უზრუნველყოფა. დღეს ბინების გადაცემის მორიგი ეტაპი განხორციელდა. სულ სამი ათეული სამხედრო მოსამსახურეა დარჩენილი, ვინც ამ კატეგორიას განეკუთვნება. ამ ადამიანებისთვის სახელმწიფოს მხრიდან მადლობის გამოხატვის ბევრი ფორმა არსებობს, ბუნებრივია, და თუკი რამ შესაძლებლობა გაგვაჩნია, სწორედ, მათი ინტერესები უნდა დავიცვათ“, - განაცხადა თინათინ ხიდაშელმა და სამხედროებს გაწეული სამსახურისთვის მადლობა კიდევ ერთხელ გადაუხადა.

დაჭრილი და დაშავებული სამხედრო მოსამსახურეებისთვის ბინების გადაცემის ცერემონიალში ასევე მონაწილეობდნენ - თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე დავით ებრალიძე და მინისტრის მოადგილე ბესიკ ლოლაძე.

ბინების გადაცემის შემდეგ სამხედრო მოსამსახურეებისა და მათი ოჯახის წევრებისთვის ალაფურშეტი მოეწყო.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42