საქართველოს მთავრობა - თურქეთში მყოფი საქართველოს ყველა მოქალაქე სამშობლოში დაბრუნებულია
პოლიტიკა - 11:55, 17 Jul, 2016     8919
საქართველოს მთავრობის მიერ გავრცელებული განცხადებით საქართველოს ყველა მოქალაქე უკვე სამშობლოში დაბრუნდა. ამის შესახებ განცხადებას საქართველოს მტავრობა საკუთარ ფეისბუქის გვერდზე აქვეყნებს,

"მთავრობის კოორდინირებული მოქმედების შედეგად, თურქეთში მყოფი საქართველოს ყველა მოქალაქე სამშობლოში დაბრუნებულია

თურქეთში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, საქართველოს მთავრობის კოორდინირებული მოქმედების შედეგად, თურქეთში მყოფი საქართველოს ყველა მოქალაქე, სამშობლოში უკვე დაბრუნებულია. პრემიერ-მინისტრის დავალებით, საგანგებო რეჟიმში იმუშავა ყველა შესაბამისმა უწყებამ, მათ შორის საგარეო საქმეთა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების, შინაგან საქმეთა და ფინანსთა სამინისტროებმა.
თურქეთიდან საქართველოს მოქალაქეების მოკლე ვადებში დაბრუნების უზრუნველსაყოფად, საქართველოს აეროპორტების გაერთიანება აქტიურ კონტაქტზე იყო ავიაკომპანიების - "ატლას გლობალის" და "თურქეთის ავიახაზების" წარმომადგენლობასთან; "ატლას გლობალმა" სტამბოლიდან დამატებითი რეისი დანიშნა, რომელიც თბილისის საერთაშორისო აეროპორტში 21:30 საათზე დაეშვა. თვითმფრინავის ბორტზე 153 მგზავრი, მათ შორის ოთხი ჩვილი იმყოფებოდა. დამატებითი რეისი დანიშნა სტამბოლიდან "თურქეთის ავიახაზებმაც". რეისით, რომელიც თბილისის საერთაშორისო აეროპორტში 18:45 საათზე დაეშვა, 141 მგზავრი ჩამოფრინდა.
ყველა მგზავრი, რომელიც, თურქეთში განვითარებული მოვლენების გამო, სტამბოლის აეროპორტებში იყო დარჩენილი, უკვე საქართველოშია. საკუთარ რიგს ელოდება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ტრანზიტული ფრენით მიმავალი საქართველოს რამდენიმე მოქალაქე.
საქართველოსკენ უვნებლად გამოემგზავრა ბავშვთა ფოლკლორული ანსამბლი „ქართული გენი“, რომლის ავტობუსსაც, თურქეთში განვითარებული პროცესების გამო, სტამბოლიდან 60 კილომეტრში გაჩერება მოუხდა.
უკვე დაზუსტებულია თურქეთიდან საქართველოსკენ მომავალი რეგულარული რეისების დროც. კომპანია "ატლას გლობალის" თვითმფრინავი თბილისში 23:45 საათზე გამოფრინდება, ათათურქის აეროპორტიდან მომავალი რეისი კი 01:40 საათზე შესრულდება.
სასაზღვრო-გამტარ პუნქტებზე, საქართველოს მოქალაქეთა უსაფრთხოების მიზნით დაწესებული შეზღუდვა 16:00 საათიდან მოიხსნა და საქართველოს სახელმწიფო სახმელეთო და საზღვაო საზღვრის, ასევე, საქართველოს აეროპორტების გამტარი პუნქტებიდან, საქართველოს მოქალაქეებს, თურქეთის რესპუბლიკის მიმართულებით გადაადგილება შეუფერხებლად შეუძლიათ.
ჩვეულ რეჟიმში მუშაობენ საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკის სახელმწიფო საზღვართან არსებული საბაჟო-გამშვები პუნქტები - "სარფი", "კარწახი" და "ვალე" და მგზავრებისა და ტვირთების გატარება შეუფერხებლად მიმდინარეობს," - ნათქვამია განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42