ზაზა ფირალიშვილმა თავისუფალი დემოკრატები დატოვა
პოლიტიკა - 11:28, 17 Jul, 2016     2052

ზაზა ფირალიშვილმა თავისუფალი დემოკრატები დატოვა. აღნიშნული განცხადება პარტიის ყრილობის შემდეგ მან სოციალურ ქსელში გაავრცელა:

„თუკი ვინმე დაინტერესდებით, საგანგებოდ დღის მეორე ნახევრისათვის შემოვინახე ეს ამბავი. დილიდანვე რომ გამეხმაურებინა, უნებურად თავისუფალი დემოკრატების ყრილობისათვის ზიანის მიყენების მცდელობა გამომივიდოდა. ამას კი არც თავს ვაკადრებდი და არც ყოფილ პარტნიორებს, მითუმეტეს, არ ვაკადრებდი ჩემს აქაურ მეგობრებს. ამასთან, რომ არ მეთქვა, წარმომიდგენია, რა მითქმა-მოთქმის საგანი გახდებოდა ეს ამბავი.

"მოკლედ, გუშინ საღამოდან აღარ ვარ პარტია „თავისუფალი დემოკრატების“ წევრი. თქვენთვის საინტერესო მიზეზებიდან სულ ორიოდეს ვიტყვი. პირველ რიგში, ყოველდღიური პოლიტიკური ცხოვრება ჩემი ტემპერამენტისა და ცხოვრების ყაიდის ადამიანისათვის ძნელი შესაგუებელი აღმოჩნდა. ადრე ყოველთვის მრჩევლის სტატუსს ვჯერდებოდი, მაგრამ წევრობა სულ სხვა ვითარებაა.

იყო, ცხადია, გარკვეული იდეოლოგიური და ტაქტიკური წინააღმდეგობებიც, იყო გაუგებრობაც, თუმცა კი ყველაფერი ეს დისკუსიას ექვემდებარებოდა. ყოფილ პარტნიორებთან ადამიანური ურთიერთობის გაფუჭების მიზეზი არა მაქვს. ვისაც მეგობრებად ვთვლიდი ან შორიდან პატივს ვცემდი გაწევრიანებამდე, ისინი კვლავ ჩემს მეგობრებად და პატივსაცემ ადამიანებად რჩებიან. თუ ოდესმე ჩემი რჩევების საჭიროება ექნებათ, ცხადია, უარს არ ვეტყვი. არასოდეს არავისთვის მითქვამს უარი და მითუმეტეს, უარს ვერ ვეტყვი ყოფილ პარტნიორებს," - წერს ფირალიშვილი და დასძენს, რომ "დღესაც მივიჩნევ, რომ ეს არის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო, ქვეყნის უკეთეს მომავალზე ორიენტირებული პოლიტიკური გუნდი და წარმატებას ვუსურვებ.

საგანგებოდ ვაცხადებ, რომ არ ვაპირებ რომელიმე სხვა, მითუმეტეს, სახელისუფლებო პოლიტიკურ გუნდში გადასვლას. დღესაც მაქვს ორიოდე საკმაოდ მომხიბლავი წინადადება, მაგრამ წმინდა მორალურ მოსაზრებებსაც რომ დავანებოთ თავი, პოლიტიკის გარეშეც მაქვს თვითრეალიზების სივრცე და ასეთი სალტო-მორტალეების საჭიროება არ გამაჩნია,“ - წერს ზაზა ფირალიშვილი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42