"ერთიანობით,სიმტკიცითა და პრინციპულობით მივაღწევთ იმას, რომ საქართველო გახდება თავისუფალი"-ნინო გოგუაძე
პოლიტიკა - 17:39, 16 Jul, 2016     1443
დღეს, თბილისის სპორტის სასახლეში ‘’ირაკლი ალასანია - თავისუფალი დემოკრატების’’ რიგით მეოთხე ყრილობა გაიმართა. ყრილობაზე პარტიის თავმჯდომარემ ირაკლი ალასანიამ ოცეული დაასახელა. სიის მესამე ნომრად დასახელდა ნინო გოგუაძე, რომელიც აღნიშნავს, რომ კიდევ უფრო ძლიერია მათი გუნდი და ახალი შემართებით აგრძელებენ ბრძოლას.

"ჩვენ, თავისუფალი დემოკრატები ვართ. ესე იგი, ჩვენ ვართ თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის. ამიტომ მე ვამაყობ, რომ დაარსების დღიდან ამ პარტიის წევრი ვარ. ჩვენი პარტიის მსოფლმხედველობა, ემყარება ორ ძირითად პრინციპს: ადამიანის თავისუფლებას და განვითარებულ დემოკრატის. ეს ორი პრინციპი ერთმანეთისგან განუყრებლია, რადგან თავისუფალი ადამიანის სრულფასოვანი ცხოვრება მხოლოდ იქაა შესაძლებელი, სადაც მას იცავს სახელმწიფო, რომელშიც განხორციელებულია არსებითი და არა მხოლოდ პროცედურული დემოკრატია. მოკლედ, ადამიანის თავისუფლება ნამდვილი მხოლოდ ისეთ სახელმწიფოშია, რომელშიც ადამიანი წარმოადგენს მთავარ ღირებულებას; ხოლო დემოკრატია მხოლოდ მაშინ არის არსებითი და ღირებული, როცა მისი მთავარი საქმე და მოწოდება არის ყოველი მოქალაქის, თითოეული ადამიანის დაცვა და ხელშეწყობა.

მე მჯერა და ვიცი, რომ თავისუფალი დემოკრატების მთავარი მიზანი საქართველოში სწორედ ასეთი სახელმწიფოს აშენებაა.

ჩვენი პარტიის ლიდერი, ირაკლი ალასაინია პრინციპულობისა და ქვეყნის უსაფრთხოებაზე ზრუნვის გამო იმით დასაჯეს, რომ მისი ხუთი უდანაშაულო თანამშრომელი შვიდი წლით ჩასვეს ციხეში. მაგრამ ეს დარტყმა მთელ ჩვენს პარტიას მოაყენა ხელისუფლებამ, მთელ ჩვენს პარტიას და ყოველ ჩვენგანს. თუ ამას რომელიმე ჩვენგანი არ შეიმჩნევდა და ხელისფლებაში დარჩებოდა, იგი ვერც დემოკრატიისთვის იბრძოლებდა და არც თავისუფლების დამცველად გამოდგებარა.

ჩვენ ვიბრძვით, მაგრამ ჩვენც გვებრძვიან, გვებრძვიან ზოგჯერ სასტიკად, და წესების გარეშე!

მაგრამ ჩვენ დღეს კიდევ უფრო ძლიერი, უფრო ერთიანი ვართ და ახალი შემართებით ვაგრძელებთ ბრძოლას. ჩვენთვის უცხოა შურისძიება და მიუღებელია ის ბინძური მეთოდები, რომლებსაც ასე ჭარბად იყენებდა და იყენებს წარსული თუ დღევანდელი ხელისუფლება. ჩვენ მათ ვერ დავემსგავსებით, ვერ დავემსგავსებით ვერც ნაციონალურ მოძრაობას და ვერც ქართულ ოცნებას, რადგან ჩვენ თავისუფალი დემოკრატები ვართ. ჩვენ დღეს ერთად ვდგავართ და ვიცით, რომ ბრძოლა ჩვენი საზოგადოების, ჩვენი ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის ნამდვილად გვიღირს. ეს ქვეყანა არ არის ისეთი ხელისუფლებების ღირსი, რომელიც მას სიძულვილსა და სიღარიბეში აცხოვრებდა და აცხოვრებს. ჩვენ შეგვიძლია უკეთესი ეკონომიკა და უკეთესი ცხოვრება მოვუტანოთ ჩვენს ქვეყანასა და ჩვენს ხალხს. ჩვენ გვჯერა, რომ ბრძოლას ყოველთვის, განსაკუთრებით კი დღეს აქვს აზრი.

მხოლოდ ჩვენი ერთიანობით, სიმტკიცითა და პრინციპულობით მივაღწევთ იმას, რომ საქართველო გახდება თავისუფალი, დემოკრატიული ქვეყანა! რომ სახელმწიფოს მთავარი ღირებულება იქნება ადამიანი, რომ საქართველოში დამკვიდრედბა კანონის უზენაესობის, უდანაშაულობის პრეზუმფციისა და კანონის უზენაესობის პრინციპები, რომ სასამართლო იქნება ხელისუფლებისგან დამოუკიდებელი და სამართლიანი. რომ საქართველოში შეუზღუდავი იქნება სიტყვის თავისუსლება, რომ ყველა ერთი იქნება კანონის წინაშე და არ მოხდება ადამიანების დაყოფა, დახარისხება რაიმე ნიშნით, რომ თავისუფალ საქართველოში თავისუფალი ადამიანები იცხოვრებენ.ჩვენ გვჯერა, რომ ბრძოლას ყოველთვის და სიმართლისთვის ბრძოლა კი გამარჯვებით დასრულდება.. ჩვენ ამ ბრძოლას ბოლომდე მივიყვანთ"- განაცხადა გოგუაძემ დღევანდელ ყრილობაზე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42