"ბიზნესს ბიუროკრატიული წნეხისგან გავათავისუფლებთ, ხელს შეუწყობთ დასაქმებას - ალასანია
პოლიტიკა - 17:07, 16 Jul, 2016     1530
"თავისუფალი დემოკრატების" ლიდერი აცხადებს, რომ ქვეყნისთვის ყველაზე დიდი გამოწვევა ეკონომიკაა.
როგორც ალასანიამ პარტიის ყრილობაზე აღნიშნა, მას იმედი ჰქონდა, რომ ახალი ხელისუფლება ეკონომიკურ მდგომარეობას გააუმჯობესებდა და საკითხს მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდებოდა.

"ბოლო 3-4 წლის განმაბლობაში შეგვეძლო უფრო უკეთესად, უფრო ყაირათიანად და შემქოდებითად მიგვეხედა და სამუშაო ადგილები შეგვექმნა, მე პირადად ამის იმედი მქონდა, როდესაც შერვცვალეთ წინა ხელისუფლება, მაგრამ ისნტიტუტების გაუმათაობამ, აკაომპეტენტურობამ და ხშირ შემთხვევაში გადაწყვეტილების მიღების უუნარობამ ჩვენი ეკონომიკა ისევე, როგორც ჩვენი ქვეყანა წინ ვერ წაიყვანა. ისეთი განცდა გვაქცს ყველას, თითქოს ერთ ადგილს ვტკეპნით, ტელევიზიით გევსმის, რომ სამუშაო ადგილები იქმნება, მაგრამ ეს ჩვენ არ გვეხება, მითხარით, ვინ არიან ის ადამიანები, რომლებმაც ბოლო სამი წლის მანძილზე დასაქმების რეალური საშაულება მიიღო. თავისუფალი დემოკრატები გპირდებით, რომ ამას გამოვასწორებთ, რათა შევქმნათ სშულო ფენა, მის შექმნას სჭირდება კარგად გათვლილი, გრძელვადიანი ეკონომიკური განვითარების გეგმა, ეს გეგმა არ არსებობდა და ჩვენ, თავისუფალ დემოკრატებს გვაქვს, გვაქვს ის გეგმა, რომელიც მცირე ბიზნესის განვითარებას ხელს შეუწყობს"- აღნიშნა ალასანიამ.

"თავისუფალი დემოკრატების" ლიდერის განცხადებით, ძალიან მნიშვნელოვანია საშუალო ბიზნესი სახელმწიფოს მიერ ხელშეწყობილიქნას.
ალასანიას თქმით, ხელისუფლებაში მათი გუნდის მოსვლის შემთხვევაში ყველა ინოვაციური იდეა იქნება ფინანსურად მხარდაჭერილი სახელმწიფოს მხრიდან.
"სოფლის მეურნება, რომელშიც 55 პროცენტი ჩვენი მოსახლეობის იყო დასაქმებული, სრულად იყო იგნორირებული ხელისუფლების მიერ. ამ ხელისუფლებამ თვაიდან დიდი ფინანსური რესურსი გაიღო მიწათმოქმედებისა და მისი დამუშასვებისთვის, მაგრამ ამან შედეგი არ გამოიღო იმიტომ, რომ ეს ფული არაეფექტურად დაიხარჯა. ჩვენი მთავარი ამოცანა ამ ინფრასტურქტურის მოწესრიგებაა. ფერმერებს, გლეხებს ყველა საშუალება შევუქმნათ იმისთვის, რომ მიწაზე იმუშაონ და გადაჭრან ის პრობლემები, რომლებსაც დღეს ვერ აგვარებენ. ჩვენ დეტალურად გვაქვს გათვლილი, როგორი იქნება დაზღვევა გლეხებისთვის, ამ სისტემის შექმნა, რომელიც მათ გვალვის, სეტყვის დროს საშუალებას მისცემს დაზღვეული ჰქონდეთ შემოსავალი და არ დაეკარგოთ. ჩვენ გავაკეთებთ იმას, რომ ორ წელიწადში სრულად დასრულდეს მიწის მიწის საკუთრების გარკვევა და რეალურად დავიწყოთ ჩვენი სოფლის მეურნეობის აღორძინება და საკუთარი ბაზარი ჩვენ თვითონ ჩვენივე პროდუქციით გავაჯეროთ, შემდეგ, რა თქმა უნდა, ჩვენს პროდუქციას გავიტანთ ჩვენი ქვეყნის გარეთ რეგიონებში და ასევე ევროპაში, რომლისკენაც გზა გაგვეხსნა ასოცირების შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ. მინდა განსაკუთრებით გამოვყო განთლების სფერო, აქ თავისუფალი დემოკრატები უშურველად ჩადებს ფინანსებ, არ მინდა რომელიმე ახალგაზრდა, რომელსაც აქვს სწავლის და შორმის სურვლი სურვილი, ამ შესაძლებლობის გარეშე დარჩეს" - აღნიშნა პარტიის ლიდერმა.




მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42