სულა სულაშვილი: „უამრავი ადამიანი გვარწმუნებდა, მათ შორის პროფესიონალი მედიკოსებიც, რომ ბავშვი, რომელიც 5 თვის ასაკში დაიბდა და სულ რაღაც 700 გრ. იწონიდა, ვერ შეძლებდა სრულყოფილ განვითარებას და ეს ჩვენთვის შიძლება ყოფილიყო სამომავლოდ ცხოვერბის ტანჯვა...
მახსოვს, ექიმის კითხვა: დატოვებთ თუ...
თუ-ს მერე სიტყვა თავად დავსარულე: წავიყვანთ, ის ჩვენი შვილია.
დღეს იოანე 10 წლის არის. დაჯილდოვებულია საფრანგეთის განათლების სამინისტროს სიგელით, როგორც ერთ ერთი წარჩინებული მოსწავლე, რომელიც კონკურენციას უწევს 4-5 წლით უფროსი ასაკის ბავშვებს ინტელექტუალური განვითარებით. აქვს შესანიშნავი ფიზიკური მონაცემები და რაც მთავარია - სიყვარულით და სიკეთით სავსე გული.
არასოდეს იფიქროთ წინასწარ, ღმერთი საჩქრად რას მოგცემთ.
შვილი, როგორიც არ უნდა იყოს ის საჩუქრია, რომელიც უნდა მიიღო“.
მასალის გამოყენების პირობები






