"მოცეკვავეთა ანსამბლთან საკონსულო მუშაობს და დახმარებას აღმოუჩენენ" - საქართველოს ელჩი თურქეთში
პოლიტიკა - 11:12, 16 Jul, 2016     1337
სტამბოლში საქართველოს გენერალური კონსულის, ირაკლი ასაშვილის ინფორმაციით, საკონსულოს საქართველოს მოქალაქეებთან მუდმივი კავშირი აქვთ, მოქმედებს ცხელი ხაზიც.

ასაშვილის განცხადებით, საქართველოს მოქალაქეები ათათურქის საერთაშორისო აეროპორტში იმყოფებიან, რომლებიც საქართველოში ვერ გამოფრინდნენ.

"დაახლოებით, ერთი საათის წინ საკონსულოს ორმა თანამშრომელმა აეროპორტში შეაღწია და ისინი მოქალაქეებთან იმყოფებიან"- თქვა კონსულმა.

საქართველოს ელჩმა თურქეთში ირაკლი კოპლატაძემ კი თურქეთში არსებული ვითარება შეაფასა და თურქეთში ჩარჩენილ ცეკვის ანსამბლის მდგომარეობაზე ისაუბრა.

კოპლატაძის განცხადებით, თურქეთის ხელისუფლების პირველი პირების თქმით, ისინი სრულიად აკონტროლებენ სიტუაციას.

"პრეზიდენტი და მთავრობა აცხადებს, რომ ჩაიშალა სამხედრო ამბოხი, რომელივ გუშინ განხორციელდა და რომელსაც 90 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. თურქეთში მეამბოხეების ჩასახშობად გარკვეული ლოკალური ოპერაციები კვლავ მიმდინარეობს"- აღნიშნა ელჩმა.

რაც შეეხება საქართველოში მყოფ ქართველებს კოპლატაძის განცხადებით, ცხელ ხაზზე 1 000 - ზე მეტი ზარი შევიდა თუმცა ეს იყო შეკითხვები და არა დაზარალებულთა შესახებ ინფორმაცია.

ელჩის განცხადებითვე, ათათურქის აეროპორტში მყოფი ქართველები პირველივე რეისით დატოვებენ ტერიტორიას, საელჩოს და საკონსულოს მათთან მუდმივი კონტაქტი აქვს.

ირაკლი კოპლატაძის განცხადებით, ანსამბლ "ქართული გენის" წევრებთან საკონსულო მუშაობს.

"აეროპორტიდან საკონსულოს წევრები, მივლენ ანსამბლის წევრებთან და აღმოუჩენენ ყველა საჭირო დახმარებას. პრობლემას ართულებს ის რომ სტამბოლის ორივე ხიდი შეზღუდულად მუშაობს, თუმცა გენ.საკონსულო მათთან აქტიურ კონტაქტზე იმყოფება"- აღნიშნა თურქეთში საქართველოს ელჩმა.

60 ბავშვი და პედაგოგები, რომლებიც ბულგარეთიდან საქართველოსკენ მოემართებოდნენ სტამბულთან ქუჩაში არიან გაჭედილები. მშობლები მოუწოდებენ ხელისუფლებას კონტროლზე აიყვანონ ქართულ გენთან დაკავშირებით შექმნილი ვითარება.

მათ დღეს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთან აქციაც გამართეს.

ბოლო ინფორმაციით, თურქეთში ვითარება კვლავ მძიმეა, თუმცა სიტუაციას ხელისუფლება აკონტროლებს.

ქვეყანაში კომენდანტის საათი და სამხედრო მდგომარეობა მოქმედებს.

სამხედრო გადატრიალების მცდელობის გამო გადააყენეს 5 გენერალი და 29 პოლკოვნიკი. მომხდარის გამო რამდენიმე საათით შეჩერებული იყო სტამბოლში ათათურქის აეროპორტის მუშაობა. ამჟამად აეროპორტს ქვეყნის არმია აკონტროლებს.







მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42