"საქართველო, ამ კონკრეტულ ვითარებაში, დაცულია "- პრეზიდენტის განცხადება თურქეთში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით
პოლიტიკა - 09:54, 16 Jul, 2016     1980
საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა საგანგებოდ, თურქეთში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით მოწვეული ეროვნულიუშიშროების საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განცხადება გააკეთა.

“პირველ რიგში, გვინდა გამოვხატოთ მხარდაჭერა თურქეთის სამოქალაქო და დეოკრატიულად არჩეული ხელისუფლების მიმართ.

მე პირადად გამოვხატავ მხადაჭერას პრეზიდენტ ერდოღანისადმი და დარწმუნებული ვარ, რომ უახლოეს მომავალში დესტაბილიზაცია დაიძლევა და ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი და მეგობარი ქვეყანა ცხოვრების ნორმალურ რეჟიმს დაუბრუნდება.

მსურს დავამშვიდო საქართველოს მოსახლეობა, რომ მათ და ჩვენ ქვეყანას არავითარი საფრთხე არ ემუქრება, ამასთანავე, მინდა ვურჩიო ჩვენს მოქალაქეებს, რომ სიტუაციის სრულად დასტაბილურებამდე თავი შეიკავონ თურქეთში მგზავრობისგან.

საქართველო, ამ კონკრეტულ ვითარებაში, დაცულია. ჩვენ, ამ ვითარებასთან მიმართებაში, საგანგებო ზომებს არ ვატარებთ.

რა თქმა უნდა, ყურადღებით ვაკვირდებით სიტუაციის განვითარებას და დინამიკას, თუმცა ამასთანავე ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რეგიონშიჩვენი უმნიშვნელოვანესი პარტნიორის სტაბილურობა.

მნიშვნელოვანია, რომ ეს ქვეყანა იყოს დემოკრატიულად არჩეული ხელისუფალის მიერ მართული. ბუნებრივია, თურქეთში მიმდინარემოვლენები ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია და, ამ თვალსაზრისით, თურქეთის სტაბილურობა ჩვენზე აისახება, მაგრამ დარწმუნებული ვართ, რომვითარება უახლოეს საათებში განიმუხტება.

რაც შეეხება საზღვარს, ეს არის მყისიერი მოქმედება და ეს არ არის საბოლოო საზღვრების ჩაკეტვა. ეს ხორციელდება მხოლოდ თურქეთისმონაკვეთზე. რაც შეეხება საჰაერო მიმოსვლას, როგორც კი თურქეთში ვითარება დასტაბილურდება, აღდგება.

კიდევ ერთხელ მინდა განვაცხადო, რომ საქართველოს რაიმე საფრთხე არ ემუქრება“, - აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42