სახელისუფლებო მაფიის ხაფანგი მიწის ლეგალიზაციის მსურველებს - გამარტივება თუ გამოჭერა?!
პოლიტიკა - 17:46, 15 Jul, 2016     3101
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მაკვანეთში ერთ-ერთ ინდმეწარმეს, რომლის ვინაობასაც მისივე თხოვნით არ დავასახელებთ, მიწის ნაკვეთის საკუთრებაში რეგისტრაციის სანაცვლოდ 5 ათასი ლარის გადახდას ერთ კვირის ვადაში სთხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში კი საკუთარი სასურსათო მაღაზიის აუქციონზე გატანითა და გაყიდვით ემუქრებიან.

ქალბატონი გვიყვება, რომ ის ამ თანხის გადახდას ვერ შეძლებს, რადგან მაღაზიას რომ ემუშავა, „კრედოდან“ სესხის სახით ორი წლის წინ სოლიდური თანხა გამოიტანა, დავალიანება კი ჯერ დაფარულიც არა აქვს: „რამდენი წელია სოფლის ცენტრში ამ მაღაზიას ვამუშავებ. ორი წლის წინ, ძლიერმა ქარმა სოფლის ცენტრში უზარმაზარი მუხა მოთხარა, პირდაპირ ჩემს მაღაზიას დაეცა და დაფქვა შიგნით ყველაფერი. 11 ათასი ლარის პროდუქტი მქონდა და გაანადგურა ყველაფერი. ერთი თეთრით არ დამხმარებია არავინ და ზარალი არ აუნაზღაურებია. მერე ავიღე ბანკიდან ვალი, გავარემონტე, მოვაწყვე ყველაფერი და ახლა მეუბნებიან აუქციონზე უნდა გავიტანოთო. ამდენ ხანს ამ მიწის გამო პრობლემა არ შემქმია, ახლა თქვეს გამარტივდა პროცედურები, გლეხს და მცირე ბიზნესს ხელი უნდა შევუწყოთო, შევიტანე განცხადება და მოვითხოვე დარეგისტრირება მიწის, რომელზედაც ეს მაღაზია დგას, პასუხი მომივიდა, რომ ერთ კვირაში 5 ათას ლარს თუ გადაიხდი, გააგრძელე მუშაობა, არადა აუქციონზე გავიტანთო. ვერ გადავიხდი ამხელა თანხას. საიდან უნდა მოვიტანო. მივმართე ადვოკატს და ვნახოთ რა მოხდება“?-გვიყვება ქალბატონი.

ჩვენი რესპონდენტი ქალბატონი ერთადერთი არ არის, ვისაც მსგავსი პრობლემა შეექმნა, ახალგაზრდა მამაკაცი, რომელიც ოზურგეთში ქუთაისის ქუჩაზე ცხოვრობს, მის სახლთან ახლოს არსებული მიწის ნაკვეთის საკუთრებაში რეგისტრაციას ითხოვდა. საკრებულოს აგრარულ საკითხთა და ქონების მართვის კომისიისთვის მიმართვის შემდეგ, როგორც თავად გვიყვება, აღნიშნული ფართი სახელმწიფოს საკუთრებაში რამდენიმე დღეში აღმოჩნდა, რასაც თან ახლდა სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს დასკვნა, თუ რამდენი უნდა გადაიხადოს ერთ კვ. მეტრში. თანხა რამდენიმე ათასს აღწევდა, რისი გადახდის შესაძლებლობაც, როგორც თავად გვიხსნის, მას არ აქვს.

იურისტი კახა ჩავლეშვილი, ამბობს, რომ ბოლო ერთ თვეში იდენტური პრობლემით უკვე რამდენიმე ადგილობრივმა მიმართა, ყველა მათგანი აცხადებდა, რომ მუნიციპალიტეტებში განცხადებების წარდგენის მომენტისათვის მათი მიწის ნაკვეთები რეგისტრირებული საჯარო რეესტრში არ იყო, განცხადების წარდგენიდან მისი განხილვის დამთავრებამდე კი სახელმწიფომ მოასწრო ამ მიწების დარეგისტრირება, რის გამოც მათ უარი უთხრეს მიწის ლეგალიზაციაზე:

„გიდასტურებთ, რომ ბოლო ერთი თვის განმავლობაში უკვე რამდენიმე ადამიანმა მომმართა იდენტური პრობლემით. ყველა მათგანი აცხადებდა, რომ არამართლზომიერად ფლობდნენ სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთს და ამ ნაკვეთის საკუთრებაში მიღების მიზნით მიმართეს მუნიციპალიტეტებს, განცხადებების წარდგენის მომენტისათვის მათი მიწის ნაკვეთები რეგისტრირებული საჯარო რეესტრში არ იყო, განცხადების წარდგენიდან მისი განხილვის დამთავრებამდე კი სახელმწიფომ მოასწრო ამ მიწების დარეგისტრირება, რის გამოც მათ უარი უთხრეს მიწის ლეგალიზაციაზე. ასევე გეტყვით, რომ ყველა ეს პირი უთითებდა ერთიდაიგივე ადამიანებს, რომლებმაც მათი აზრით ხელი შეუშალეს დაუფლებული მიწის ნაკევთების რეგისტრაციაში. ბოლო შემთხვევაში დამატებით ის მოხდა, რომ უარის გარდა მოქალაქემ მიიღო სახელმწიფო ქონების სააგენტოს წერილი და ექსპრტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნა, რომელთა მიხედვითაც შეფასებული იყო მიწის მფლობელობის სრული პერიოდი და ამ პერიოდისათვის გადასახდელი იჯარის ქირა, რომელიც კოლოსალურ თანხას შეადგენდა, თანაც წერილში სააგენტო ითხოვდა ამ თანხის ხუთ დღეში გადახდას, წინააღმდეგ შემთხვევაში იმუქრებოდა კანონით დადგენილი ზომებით. მოკლედ, რომ ვთქვათ მოქალაქე შოკირებული იყო სახელმწიფო დამოკიდებულებით და მოთხოვნილი თანხის ოდენობით. მე არ ვიცი ვინ არის საკუთარ მოსახლეობას წინააღმდეგ ასეთი მზაკვრული გეგმის ავტორი, მაგრამ ხელისუფლებამ სასწრაფოდ უნდა გაგვარკვიოს რა ხდება, ექნება თუ არა ამას გაგრძელება და მიიღებს თუ არა მიწის დაკანონებაზე გაწბილებული მოქალაქე სახელმწიფოსაგან დამატებით ასეთი ტიპის ულტიმატუმებს თანხის გადახდასთან დაკავშირებით“-გვითხრა ჩავლეშვილმა .

„გურიის მოამბე“ კომენტარისთვის დაუკავშირდა ორივე მუნიციპალიტეტის (ქალაქი და თემთა გაერთიანება) საკრებულოების ქონების მართვის კომისიის ხელმძღვანელებს.

ქალაქის საკრებულოდან ლევან თოიძე გვპასუხობს, რომ მსგავსი არც განცხადება შესულა კომისიაში და არც ფაქტის შესახებ სმენია რამე.

რაც შეეხება მუნიციპალიტეტის საკრებულოდან პაატა კიღურაძის პასუხს, ის გვიდასტურებს მხოლოდ ერთ შემთხვევას, როცა სოფელ მთისპირში მცხოვრებ გუჯაბიძეებს შეექმნათ გარკვეული პრობლემა, თუმცა, მისივე განმარტებით, ეს მალევე გაირკვა და მიწის დარეგისტრირებაში მათ პრობლემა არ შექმნიათ.

ვესაუბრეთ ადგილზე ქონების მართვის დეპარტამენტის წარმომადგენელსაც, ბატონი გია ხურციძე გვეუბნება, რომ არც ერთი მოქალაქის განცხადება, მიწის საკუთრებაში რეგისტრაციასტან დაკავშირებით, მას არ უნახავს. დაგვპირდა იმასაც, რომ ამ ინფორმაციას ფოთის ცენტრალურ ოფისში გადაამოწმებდა და დაგვიკავშირდებოდა, თუმცა მეორე დღეა მისგან არანაირი დამატებითი განმარტება არ მიგვიღია.

საქართველოს პარლამენტმა მესამე მოსმენით დაამტკიცა და 1 აგვისტოდან სრულად ამოქმედდება კანონპროექტი, რომელიც მიწის რეგისტრაციას ამარტივებს და მას მოქალაქეთათვის მაქსიმალურად ხელმისაწვდომს ხდის. კანონპროექტების ავტორი იუსტიციის სამინისტროა. ცვლილებების მიზანი კი იმ სირთულეების აღმოფხვრა იყო, რომელთაც მიწის ნაკვეთების მფლობელები ქონების რეგისტრაციის პროცესში აწყდებიან.

კანონპროექტის თანახმად, მოიხსნება ის ბარიერები, რომლებიც მესაკუთრეს მიწის რეგისტრაციის პროცესში ექმნებოდა, რეგისტრაციის პროცედურა კი წახალისდება. ახალი ინიციატივები უძრავი ქონების რეგისტრაციის პროცედურების გამარტივებასთან ერთად მესაკუთრის უფლებების დაცვაზეც იქნება ორიენტირებული.

აღსანიშნავია, რომ პროექტის განხორციელებაში, განსაკუთრებით კი საკუთრების უფლების დადგენისა და მოქალაქეთათვის კონსულტაციების გაწევის კუთხით, მჭიდროდ იქნებიან ჩართულები ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები.

თეა იოსელიანი-გურია





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42