ნიკა ქავთარაძის პოსტი ოჯახურ ტრაგედიასა და ნიცაში მომხდარ საშინელებაზე
სოც.მედია - 16:34, 15 Jul, 2016     21972
„ეს ამბავი ზუსტად 7 წლის წინ მოხდა“ - წერს ნიკა ქავთარაძე და იმ ტრაგიკულ ისტორიას ჰყვება, რომლის დაჯერებაც წლების წინ ძალიან გაუჭირდა და რომელიც დღეს ნიცაში მომხდარმა თავდასხმამ გაახსენა.

ნიკა ქავთარაძე: ზესტაფონში ვიყავი. "ზესტაფონს" 2 დღეში ძალიან მნიშვნელოვანი თამაში ჰქონდა შვედურ გუნდთან. ხოდა, მეც რამდენიმე დღით ადრე წავედი.
ქუჩაში ვიდექი, უცებ ტელეფონი მირეკავს. ნაცნობი იყო და მეკითხება. შენი ახლობელი ხომ არავინ მუშაობს საქართველოს საელჩოში - ირანშიო. მეთქი კი- ბიძაჩემი-თქო(დედაჩემის ძმა). ვერაა კარგი ამბავიო. უცებ, ვიფიქრე, რომ რაღაც არაკანონიერი გააკეთა გივიმ. თუმცა ამის დაჯერება ძალიან რთული იყო, ძალიან. აბა, მითხარი, რა ხდებათქო... და... უცებ მეუბნება ისეთ რაღაცას, რისი გაგონებაც არასდროს მიფიქრია, არც კი დამსიზმრებია, რომ მსგავს ამბავს ჩემი ოჯახის წევრზე გავიგებდი - თეირანიდან მომავალი თვითმფრინავმა ავიაკატასტროფა განიცადა და ბიძაშენი დაიღუპაო. ბიძაჩემი, უსაყვარლესი გივიკო, რომელიც სულ 43 წლის იყო, მასთან ერთად დაიღუპა 170-მდე ადამიანი. უფრო სწორად ისინი, ყველანი სრულიად გაქრნენ ...
მაშინ მივხვდი, რომ სამყარო არის ერთი და ნებისმიერ ადამიანს შეიძლება დაგვემართოს ისეთი რამე, რაც გვგონია, რომ მხოლოდ ძალიან შორს ხდება და თითქოს ჩვენ და ჩვენს ახლობლებს ვერ მოგვწვდება...
დღეს დილით, ამ ამბიდან 7 წლის შემდეგ, რომ გავიგე ნიცაში მომხდარი საშინელების შესახებ, ეგრევე მომინდა თქვენთვის მეთქვა - ადამიანებს გვაქვს საერთო სიხარულები და საერთო უბედურებები - კანის, ეროვნების და მოქალაქეობის მიუხედავად. რადგან ადამიანები ამ პლანეტაზე ვცხოვრობთ, დედამიწაზე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42