პრეზიდენტი საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს გიორგი პაპუაშვილსა და მოსამართლეებს შეხვდა
პოლიტიკა - 15:31, 15 Jul, 2016     1030
ქვეყნის პირველმა პირმა კიდევ ერთხელ დაადასტურა საკონსტიტუციო ინსტიტუტის მიმართ პატივისცემა და აღნიშნა, რომ საკონსტიტუციო სასამართლო ყოველთვის უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებდა ჩვენი სახელმწიფოს სამართლებრივი და დემოკრატიული ფუნქციონირებისათვის.

„ყოველთვის, როდესაც ვარ ბათუმში მოვდივარ საკონსტიტუციო სასამართლოში, რომ დავადასტურო ჩემი პატივისცემა ამ უმნიშვნელოვანესი საკონსტიტუციო ინსტიტუტის მიმართ.

საკონსტიტუციო სასამართლო ყოველთვის ასრულებდა და ასრულებს უმნიშვნელოვანეს როლს ჩვენი სახელმწიფოს სამართლებრივი და დემოკრატიული ფუნქციონირების თვალსაზრისით. ეს არის უმნიშვნელოვანესი ორგანო არა მარტო საქართველოს მსგავსი ახალი დემოკრატიებისთვის, არამედ დღეს, ტრადიციული ევროპაც საკონსტიტუციო სასამართლოს პოზიციებიდან გამომდინარე ავითარებს თავის დემოკრატიულ სისტემას.

მე გამოვხატე ჩემი მხარდაჭერა მოსამართლეებისადმი. დარწმუნებული ვარ, რომ უმნიშვნელოვანეს სახელმწიფოებრივ გადაწყვეტილებებს ისინი საკუთარი შინაგანი რწმენისა და სამართლის შესაბამისად მიიღებენ.

გამომდინარე იქიდან, რომ რამოდენიმე კვირისა თუ თვის წინ, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ დააფიქსირა საკუთარი წუხილი და პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რომ გარკვეული ზეწოლის მცდელობას ჰქონდა ადგილი, მე კიდევ ერთხელ დავუდასტურე საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებს ჩემი მხარდაჭერა და მჯერა, რომ ისინი გადაწყვეტილებებს მხოლოდ საკუთარი რწმენის საფუძველზე მიიღებენ“, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42