"მათ გვერდით ვდგავართ, ვგრძნობთ და ვიზიარებთ ამ ტკივილს"- პრეზიდენტი ფრანგ ხალხს უსამძიმრებს
პოლიტიკა - 14:12, 15 Jul, 2016     1151
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ნიცაში მომხდარი ტერორისტული აქტის გამო მწუხარებას გამოთქვამს და ფრანგ ხალხს უსამძიმრებს.
პრეზიდენტმა განცხადება ბათუმში გააკეთა და აღნიშნა, რომ საქართველოს უშიშროების სამსახურები ეფექტურად მუშაობენ ქვეყანაში უსაფრთხოების დაცვის კუთხით.
"ქართველი ხალხის სახელით მინდა მივუსამძიმრო ფრანგ ხალხს, მათ გვერდით ვდგავართ, ვგრძნობთ და ვიზიარებთ მათ ტკივილს. რაც შეეხება იმ პოცესს, რასაც ჰქვია გლობალური უსაფრთხოება და საქართველოს როლი. საქართველომ ძალიან ბევრი გააკეთა ამისთვის, ქართველი ჯარისკაცები ბატონები და ქალბატონები, რომლებიც მსახურობენ ცხელ წერტილებში ამისთვის თავის სიცოცხლეს დებენ"- აღნიშნა პრეზიდენტმა და მადლობა გადაუხადა ქართველ ჯარისკაცებს.
გიორგი მარგველაშვილმა ნიცაში მომხდარი ტერორისტული აქტის შეფასებისას აღნიშნა, რომ "ყველანი ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ".
"ბუნებრივია, უნდა ამაღლდეს უსაფრთხოების ზომები და საზოგადოება უნდა იყოს დეტალურად ინფორმირებული რა ვითარებაში როგორ მოიქცეს. სამართალდამცველებიც აქტიურად უნდა იყვნენ ჩართული. საქართველო ამ თვალსაზრისით არის სახელმწიფო, რომლის უშიშროების სამსახურები ძალიან ეფექტურად მუშაობენ ამ მიმართულებით და დარწმუნებული ვარ მომავალშიც გაგრძელდება ეფექტური მუშაობა“ - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

შეგახსენებთ, ტერაქტი ნიცაში გვიან ღამით მოხდა. ბასტილიის აღების დღის აღსანიშნავ დღესასწაულზე შეკრებილ ადამიანთა შორის, რომლებიც ფოიერვერკებს უყურებდნენ, სატვირთო ავტომობილი შევარდა.

თავდამსხმელმა ხალხის მისამართით გასროლაც მოასწრო. სატვირთოს მძღოლი პოლიციამ ადგილზე მოკლა. მისი ავტომობილიდან კი ამოღებულია იარაღი და ხელყუმბარები.

ამჟამინდელი მონაცემებით დაღუპულია 84 , ხოლო დაშავებულია 100-მდე ადამიანი.

პანიკისა და შეჯახების შემდეგ ინტერნეტში თვითმხილველების მიერ გადაღებული სისხლიანი კადრები გავრცელდა.

პენტაგონმა კი "ისლამური სახელმწიფოს" ერთ-ერთი ლიდერის თარხან ბათირაშვილის, იგივე ომარ ალ შიშანის გარდაცვალება ოფიციალურად დაადასტურა.

პენტაგონის პრესმდივნის პიტერ კუკის ინფორმაციით, ბათირაშვილი 10 ივლისს კოალიციის ავია იერიშებს ერაყის შირკატის რაიონში ემსხვერპლა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42