როგორც "ნიუპოსტს" საელჩოში განუცხადეს ამ პერიოდის განმავლობაში ოთხივე მათგანი სახლში იმყოფებოდა, უბრალოდ მათთან კავშირი იმიტომ ვერ ხერხდებოდა, რომ საკომუნიკაციო ქსელი გადატვირთული იყო.
შეგახსენებთ, ტერაქტი ნიცაში გვიან ღამით მოხდა. ბასტილიის აღების დღის აღსანიშნავ დღესასწაულზე შეკრებილ ადამიანთა შორის, რომლებიც ფოიერვერკებს უყურებდნენ, სატვირთო ავტომობილი შევარდა.
თავდამსხმელმა ხალხის მისამართით გასროლაც მოასწრო. სატვირთოს მძღოლი პოლიციამ ადგილზე მოკლა. მისი ავტომობილიდან კი ამოღებულია იარაღი და ხელყუმბარები.
ამჟამინდელი მონაცემებით დაღუპულია 84 , ხოლო დაშავებულია 100-მდე ადამიანი.
პანიკისა და შეჯახების შემდეგ ინტერნეტში თვითმხილველების მიერ გადაღებული სისხლიანი კადრები გავრცელდა.
პენტაგონმა კი "ისლამური სახელმწიფოს" ერთ-ერთი ლიდერის თარხან ბათირაშვილის, იგივე ომარ ალ შიშანის გარდაცვალება ოფიციალურად დაადასტურა.
პენტაგონის პრესმდივნის პიტერ კუკის ინფორმაციით, ბათირაშვილი 10 ივლისს კოალიციის ავია იერიშებს ერაყის შირკატის რაიონში ემსხვერპლა.
მასალის გამოყენების პირობები






