პაატა ბურჭულაძის მოძრაობამ კამპანია “თავისუფალი სასამართლო ხალხს” ხელმოწერების შეგროვება დაიწყო
პოლიტიკა - 12:57, 15 Jul, 2016     1179
“თავისუფალი სასამართლო ხალხს” კამპანიის ფარგლებში პაატა ბურჭულაძის მოძრაობამ სასამართლო სისტემის რეფორმირებისთვის მომზადებული საკანონმდებლო ინიციატივის მხარდასაჭერად ხელმოწერების შეგროვება დაიწყო. საკანონმდებლო ინიციატივა ითვალისწინებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოქმედი შემადგენლობის დათხოვნას და საბჭოს ახალი შემადგენლობის არჩევას, ასევე იცვლება მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობის საფუძვლები და პროცედურა. კამპანია „თავისუფალი სასამართლო ხალხს“ ფარგლებში ინიციატივის მხარდასაჭერი ხელმოწერების შეგროვება მთელი ქვეყნის მასშტაბით გაგრძელდება.

“იუსტიციის უმაღლეს საბჭოს მართავს სრული უკანონობა და ჩაწყობა, გუშინ გამართულმა კენჭისყრამ კიდევ ერთხელ ჩამოხსნა ნიღაბი იუსტიციის უმაღლეს საბჭოს რომელმაც კიდევ ერთხელ გამოუტანა განაჩენი საკუთარ თავს, გუშინდელი დღე იყო სასამართლოს წინასაარჩევნო შემზადება იმისთვის, რომ გათეთრდეს ის უკანონობები რომელსაც ექნება ადგილი არჩევნების განმავლობაში, ამიტომ ჩვენ ვიწყებთ კამპანიას თავისუფალი სასამართლო ხალხს, მთელი საქართველოს მასშტაბით. მისი მიზანია შეგროვდეს 30 000 ხელმოწერა იმისათვის, რომ ერთხელ და სამუდამოდ წერტილი დაესვას იმ უკანონობას რომელსაც ადგილი აქვს სასამართლო ხელისუფლებაში. არავითარი აზრი არჩევნების ჩატარებას არა აქვს ამ სასამართლოს პირობებში. პარლამენტმა უკვე დაარეგისტრირა საინიციატივო ჯგუფი. ჩვენ თვის ბოლომდე უნდა შევაგროვოთ ეს ხელმოწერები რის შემდეგაც მივმართავთ პარლამენტის თავმჯდომარეს და პრეზიდენტს რიგგარეშე სხდომის მოწვევის ინიციატივით. კანონპროექტი მიზნად ისახავს რადიკალური ცვლილებების გატარებას იუსტიციის უმაღლეს საბჭოში და საერთოდ სასამართლოებში და ერთ-ერთი მათ შორის არის ის რომ იუსტიციის უმაღლეს საბჭოს ამჟამინდელი შემადგენლობა უნდა იქნეს დათხოვნილი და ახალი პრინციპების საფუძველზე უნდა მოხდეს ახალი შემადგენლობის არჩევა.” განაცხადადავით ჯანდიერმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42