ბათუმში მიმდინარე მე-13 საერთაშორისო კონფერენცია ევროპული გზა დღეს წუთიერი დუმილით გაიხსნა. მონაწილეებმა საფრანგეთში, ქალაქ ნიცაში ტერაქტის შედეგად დაღუპულების ხსოვნას მიაგეს პატივი. მათ შორის იმყოფებოდა საქართველოს პრეზიდენტი:
„მიზეზი, რატომაა საქართველო კონცენტრირებული აღმოსავლეთ პარტნიორობასა თუ ევროპასთან თანამშრომლობის სხვა ფორმატებზე, როგორებიცაა ასოცირების ხელშეკრულება თუ ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმა, ან ნატოს დღის წესრიგი, არის ჩვენი საზოგადოება და მოთხოვნა, რომელიც მისგან მოდის. სწორედ ქართული საზოგადოება წყვეტს და მოითხოვს პოლიტიკოსებისგან, იმის მიუხედავად, რომელ გაერთიანებას წარმოადგენენ ისინი, რომ ძალიან კონცენტრირებული იყვნენ სწორედ ამ საკითხებზე. ჩვენი საზოგადოება იყო ყველაზე თავისუფალი, საკუთარი აზრის ხმამაღლა გამომხატველი საზოგადოება ყოფილ საბჭოთა ბანაკში,“- განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






