ალექსი პეტრიაშვილი და ვიქტორ დოლიძე ევროკომისარ იოჰანეს ჰანს შეხვდნენ
პოლიტიკა - 20:14, 14 Jul, 2016     1467
ბათუმში, ევროინტეგრაციის თემაზე რიგით მე-13 საერთაშორისო კონფერენციაზე ,,თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერები - ალექსი პეტრიაშვილი და ვიქტორ დოლიძე ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარ იოჰანეს ჰანს შეხვდნენ. ალექსი პეტრიაშვილის, განცხადებით ,,თავისუფალი დემოკრატების“ მხრიდან განსაკუთრებული ყურადღება გამახვილებული იქნა ისეთ თემებზე, როგორებიცაა: საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის სწრაფად მინიჭების მნიშვნელობა, გაძლიერებული რუსული პროპაგანდა, წინასაარჩევნოდ პოლიტიკური პარტიებისათვის თანაბარი პირობების შექმნა.

ასევე მნიშვნელოვანი ნაწილი დაეთმო საუბარს: მედია პლურალიზმის უზრუნველყოფასა და ძალოვანი სტრუქტურების დეპოლიტიზაციის აუცილებლობაზე, ხაზი გაესვა პოლიტიკური ოპონენტების მიმართ ხელისუფლების მხრიდან მიუღებელი მეთოდებით ბრძოლის დაუშვებლობას. კერძოდ, საუბარი შეეხო როგორც თავდაცვის სამინისტროს დაკავებული ხუთი თანამშრომლის უსამართლოდ დაპატიმრებას, ისე აქტივისტებისა და კანდიდატების მიმართ ზეწოლის აშკარა მცდელობებს.

"ვისაუბრეთ რომ სუს-ის ხელმძღვანელის მოადგილე, იოსებ გოგაშვილი, პირადად ცდილობს, ზეწოლა მოახდინოს ჩვენს მაჟორიტარობის კანდიდატებზე. ის ცდილობს, დააშანტაჟოს ჩვენი კანდიდატები," - განაცხადა ალექსი პეტრიაშვილმა.

ალექსი პეტრიაშვილის განცხადებით ევროკომისარმა გამოთქვა იმედი, რომ საქართველო მიიღებს უვიზო მიმოსვლას შემოდგომაზე. ასევე ევროკავშირის პრინციპული პოზიცია გამოხატა იმასთან დაკავშირებით, რომ არჩევნები უნდა ჩატარდეს გამჭვირვალედ და ექსცესების გარეშე.

,,იოჰანეს ჰანი მიესალმება ,,თავისუფალი დემოკრატების“ ძალისხმევას როგორც უვიზო მიმოსვლის გადაწყვეტილების მიღებაში, ისე ქვეყნის შიგნით პროცესების ცივილიზებულად, პასუხისმგებლობით და დემოკრატიულად პროცესების წარმართვაში“,- განაცხადა ალექსი პეტრიაშვილმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42