იოჰანეს ჰანმა ENPARD-ის ფარგლებში დაფინანსებული კოოპერატივი და აგროსერვის ცენტრი დაათვალიერა
პოლიტიკა - 20:10, 14 Jul, 2016     808
ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა, იოჰანეს ჰანმა სოფლის მეურნეობის მინისტრთან, ოთარ დანელიასთან, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრთან, დავით ბაქრაძესთან, საქართველოში ევროკავშირის ელჩთან, იანოშ ჰერმანთან და საქართველოში გაეროს მუდმივ კოორდინატორთან, ნილს სკოტთან ერთად, ქობულეთის მუნიციპალიტეტში სოფლისა და სოფლის მეურნეობის ევროპის სამეზობლო პროგრამის (ENPARD) ფარგლებში დაფინანსებული სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი „ლურჯა 2015“ და აჭარის აგროსერვის ცენტრი დაათვალიერა.

სოფლის მეურნეობის მინისტრის ოთარ დანელიას განცხადებით, პროგრესში, რომელიც სოფლის მეურნეობის დარგში სახეზეა, უმნიშვნელოვანესია საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების მხარდაჭერის როლი.

„აგრარული დარგის განვითარების მიმართულებით სახელმწიფოს მიერ დაგეგმილ ღონისძიებებსა და პროექტებში საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების ჩართულობას უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება, რათა დასახული მიზანი მაქსიმალურად მოკლე დროში იქნას მიღწეული. აგარარული სექტორის განვითარების ხელშეწყობაში ევროკავშირის დახმარების, რომელიც სოფლისა და სოფლის მეურნეობის ევროპის სამეზობლო პროგრამით (ENPARD) ხორციელდება შედეგები ჩვენ უკვე სახეზე გვაქვს“, - განაცხადა სოფლის მეურნეობის მინისტრმა.

„ევროკავშირი საქართველოს სოფლის მეურნეობის სფეროს განვითარებას აქტიურად ეხმარება სოფლისა და სოფლის მეურნეობის ევროპის სამეზობლო პროგრამით (ENPARD). ეს დახმარება მთლიანობაში 250 მილიონს მოიცავს და 2013-2020 წლებზეა გათვალისწინებული. პროგრამის ფარგლებში 10 000-მა ფერმერმა უკვე მიიღო დახმარება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია”, - განაცხადა იოჰანეს ჰანმა.

როგორც ევროკომისარმა აღნიშნა, კოოპერატივის „ლურჯა-2015“ 2 წევრს მხედველობასთან დაკავშირებული პრობლემა აქვს და მათ სპეციალური კომპიუტერები გადაეცათ. კომპიუტერებში ჩაწერილია სპეციალური ქართულენოვანი პროგრამა, რომელიც მათ საქმიანობაში დაეხმარებათ, რითაც მნიშვნელოვან წვლილს შეიტანენ საზოგადოების განვითარებაში.

ENPARD-ის საგრანტო პროექტის ფარგლებში, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის „ლურჯა-2015“ კუთვნილ ნაკვეთებზე უახლესი ტექნოლოგიის წვეთოვანი მორწყვის სიტემა და სხვა საჭირო ტექნიკური საშუალებებია დამონტაჟებული. პროექტის ფარგლებში პლანტაციების გასაშენებლად კოოპერატივს მარწყვისა და ჟოლოს ნერგებიც გადაეცა.

აგროსერვის ცენტრი სასოფლო-სამეურნეო ექსტენციის უმსხვილესი ცენტრია, რომელიც რეგიონის აგროსექტორის ცალკეული დარგების შემდგომი განვითარების ხელშეწყობის მიზნით 2011 წელს ჩამოყალიბდა. ცენტრი ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის დახმარებით საქმიანობს, რაც შესაძლებელს ხდის სერვისების ხარისხისა და რაოდენობის ზრდას, ახალი ფილიალების გახსნას და ათასობით ადგილობრივი ფერმერის რეგულარულად დახმარებას კონსულტაციების, ტრეინინგების, ტექნიკური მხარდაჭერისა და სხვა მიმართულებებით.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42