რეზიკო გელაშვილის სახელობის პარკი ლისის „მწვანე ქალაქში“
პოლიტიკა - 16:15, 14 Jul, 2016     1298

ლისის „მწვანე ქალაქში“ უკვე მეოთხე პარკი გაიხსნა. პარკი ცნობილი მომღერლის „ტრიო სიმის“ ერთ-ერთი წევრის, რეზიკო გელაშვილის სახელობის იქნება, ამიტომ გახსნის ღონისძიება სიმბოლურად მის დაბადების დღეს, 13 ივლისს გაიმართა.

ღონისძიებას „ლისი დეველოპმენტისა“ და კომპანია GRDC-ის დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე, თბილისის მერი დავით ნარმანია და რეზიკო გელაშვილის ოჯახის წევრები და მეგობრები დაესწრნენ. „ტრიო სიმის“ გარდაცვლილი წევრის პატივსაცემად ღონისძიებაზე შესრულდა მრავალჟამიერიც.

კომპანია ,,ლისი დეველოპმენტის’’ ინიციატივით, 13 ივლისს ტრიოების ფესტივალსაც ჩაეყარა საფუძველი, რომელიც ყოველ წელს, რეზიკო გელაშვილის დაბადების დღეს, მისსავე სახელობის პარკში გაიმართება.

პარკში სტუმრობა და დასვენება ნებისმიერ მსურველს შეეძლება. რეზიკო გელაშვილის სახელობის პარკი მეტი სივრცითა და პანორამული ხედებით გამოირჩევა და ის ლისზე მდებარე სხვა პარკების მსგავსად, იტალიური ხეების ნერგებითა და მოსასვენებელი ინვენტარით იქნება მოწყობილი. უახლოეს მომავალში პარკში განთავსდება ამფითეატრიც.

კომპანია „ლისი დეველოპმენტი“ ეკოლოგიური გარემოს შექმნაზე ორიენტირებული კომპანიაა. პროექტის ,,მწვანე ქალაქი ლისზე’’ მთავარი კონცეფცია 80/20 - ია, რაც იმას გულისხმობს, რომ ტერიტორიის მხოლოდ 20% ეთმობა საცხოვრებელ შენობებს, დანარჩენი 80% კი გამწვანებისთვის და დამატებითი ინფრასტრუქტურისთვისაა განკუთვნილი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42