ბათუმის კონფერენციაზე მიხეილ ჯანელიძემ ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკა მიმოიხილა
პოლიტიკა - 16:01, 14 Jul, 2016     1138

“საქართველო ერთგულია და მზად არის ევროპულ გზაზე პროგრესის მისაღწევად. ეს ქართველი ხალხის სურვილი და არჩევანია და ჩვენ გამოვიყენებთ ყველა არსებულ ინსტრუმენტს, ისეთი როგორიცაა ასოცირების შეთანხმება, პირველ რიგში იმიტომ, რომ ჩვენი ქვეყანა გადავაქციოთ ნამდვილ ევროპულ სახელმწიფოდ და ასევე ვიყოთ მზად ისტორიული შანსისათვის, რომელსაც ევროპული ინტეგრაცია ჰქვია”- განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ ბათუმის საერთაშორისო კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას.

მინისტრმა მადლობა გადაუხადა კონფერენციის მონაწილეებს საქართველოში სტუმრობისთვის. საკუთარ გამოსვლაში მიხეილ ჯანელიძემ ვრცლად ისაუბრა საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პროცესზე, ევროკავშირთან თანამშრომლობის გზაზე მიღწეულ წარმატებებსა და სამომავლო პერსპექტივებზე.

მისი განცხადებით აღმოსავლეთ პარტნიორობა არის შესაძლებლობების ჩარჩო იმ ქვეყნებისთვის, ვინც ჩართულია ამ პროცესში და იზიარებს თანამშრომლობის მიზნებსა და ამბიციებს. მისი თქმით საქართველომ მიიღო კონკრეტული ხელშესახები შედეგები განსაკურებით სექტორული მიმართულებით.

“ასოცირების შესახებ შეთანხმების ისტორიული ხელმოწერა და 1 ივლისს მისი ძალაში შესვლა საქართველოსთვის უმნიშვნელოვანესი მოვლენა და უდიდეს შესაძლებლობაა. ეს ძალზე საპასუხისმგებლო პროცესია, რომელიც ყველა სექტორში მასშტაბური რეფორმების გატარებას ითვალისწინებს. საქართველოს მთავრობას გადაწყვეტილი აქვს ნაკისრი ვალდებულებები კონკრეტულ შედეგებად აქციოს. საქართველოს გააჩნია ამბიცია იქცეს იმის დასტურად, რომ რეგიონში ევროკავშირს ტრანსფორმაციული ძალა გააჩია, რასაც მოწმობს გაფართოების პროცესი. ჩვენ გაგვაჩნია ყოვლისმომცველი სამოქმედო გეგმა, რომელიც თავის შედეგებს გამოიღებს”- განაცხადა მინისტრმა.

მისი განცხადებით დემოკრატიისა და ადამიანის უფლებათა განმტკიცებასთან ერთად, საქართველო, რომელსაც სტრატეგიული მდებარეობა გააჩნია, ინვესტიციების განსახორციელებლად სტაბილურ და უსაფრთხო გარემოს ქმნის, ამავდროულად, ის ევროპული და საერთაშორისო უსაფრთხოების განმტკიცების საქმეში პროაქტიურ კონტრიბუტორად გვევლინება.

“ჩვენ ვაგრძელებთ მონაწილეობას ევროკავშირის კრიზისის მართვის ოპერაციებში მსოფლიოს მასშტაბით, რაც კიდევ ერთი დადასტურებაა იმისა, რომ საერთო ღირებულებების დაცვა არის ის, რაც დღეს ჩვენ ასე მტკიცედ გვაერთიანებს”- აღნიშნა მინისტრმა.

მისი განცხადებით საქართველო გააგრძელებს ევროკავშირთან უსაფრთხოების საკითხებზე აქტიურ თანამშრომლობას, რითიც კიდევ ერთხელ დაამტკიცებს, რომ საქართველო არის მნიშვნელოვანი სტრატეგიული პარტნიორი ევროპისა და ევროკავშირისთვის უსაფრთხოების თვალსაზრისით.

“ჩვენ ვართ მნიშვნელოვანი ენერგო უსაფრთხოების პროვაიდერი ევროპისათვის იმ ენერგო პროექტებით, რომლებსაც ევროკავშირთან და ჩვენს მეზობელ ქვეყნებთან ერთად ვუწევთ იმპლემეტაციას. ჩვენ განვაგრძობთ ვიყოთ საიმედო პარტნიორი, მაშინ, როდესაც საქმე ეხება არა მხოლოდ ენერგომატარებლებსარამედ საქონლის ტრანზიტს აზია-ევროპის მიმართულებით“ - აღნიშნა მიხეილ ჯანელიძემ.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტი სიტყვით გამოვიდა სესიაზე “ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკის მიმოხილვა და მისი პრიორიტეტები ასოცირებული ქვეყნებისთვის. სესიას მოდერაციას უწევდა მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრის (ICMDP) დირექტორი, ავსტრიის რესპუბლიკის ყოფილი ვიცე-კანცლერი მაიკლ შპინდელეგერი. გამომსვლელებს შორის იყვნენ: საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტისა და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრი, „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ საპარლამენტო ასამბლეის თანაპრეზიდენტი ვიქტორ დოლიძე, ავსტრიის რესპუბლიკის ეროვნული საბჭოს მეორე პრეზიდენტი, ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის რუსეთის, აღმოსავლეთ პარტნიორობის, ცენტრალური აზიისა და ეუთოს დირექტორი, ევროპისა და ცენტრალური აზიის დირექტორის მოადგილე ლუკ პიერ დევინი და ყოფილი ევროკომისარი გაფართოებისა და ევროპის სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში გიუნტერ ფერჰოიგენი.

მიხეილ ჯანელიძის განცხადებით ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკის პრიორიტეტები სხვა ყველაფერთან ერთად მიმართულია სტაბილურობის ხელსეწყობისა და უსაფრთხოების გაძლიერებისკენ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42