ირაკლი ალასანიამ ქარელში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი წარადგინა და მოსხლეობის პრობლემებს გაეცნო
„თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერი ირაკლი ალასანია ქარელში ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა და რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი - ალექსანდრე მსხალაძე წარუდგინა. ირაკლი ალასანიამ ალექსანდრე მსხალაძესთან ერთად ადგილობრივებისგან პირადად მოისმინა რაიონში არსებული პრობლემები. პარტიის ლიდერმა მოსახლეობას ‘’თავისუფალი დემოკრატების’’ საარჩევნო პროგრამა გააცნო და განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა პროგრამის სოციალურ-ეკონომიკურ ნაწილზე. ირაკლი ალასანიამ დეტალურად ისაუბრა ეკონომიკური განვითარების გეგმაზე, რომელიც ადამიანებს საკუთარი შესაძლებლობების რეალიზების საშუალებას მისცემს ქვეყნის სხვადასხვა რაიონში. ‘’თავისუფალი დემოკრატების’’ ლიდერმა ყურადღება გაამახვილა პროდუქციის რეალიზაციის, დასაქმების, ჯანდაცვისა და განათლების საკითხებზე. შეხვედრაზე მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ალექსანდრე მსხალაძემ ადგილობრივების პრობლემებზე ისაუბრა და რაიონში არსებული მძიმე მდგომარეობიდან გამოყვანის გეგმა წარადგინა. ალექსანდრე მსხალაძეს მჭიდრო ურთიერთობა აქვს ქარელის მოსახლეობასთან და განსაკუთრებით გვერდით უდგას ახალგაზრდებს. შეხვედრაზე მსხალაძემ ყურადრება გაამახვილა ახალგაზრდების განათლების და დასაქმების პრობლემაზე. მისი თქმით, რაიონში ხელმიუწვდომელია განათლება, არ არსებობს მოტივაცია იმისთვის რომ მათი დასაქმება დაკავშირებული იყოს საკუთარ რაიონთან. შეხვედრის დასრულების შემდეგ „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერმა ირაკლი ალასანიამ ვარძელაშვილის ქუჩაზე პარტიის რაიონული ოფისი გახსნა. ოფისის გახსნას პარტიის რაიონული ორგანიზაციის წევრები, მხარდამჭერები და რიგითი მოქალაქეები ესწრებოდნენ. პარტიის ლიდერმა შეკრებილებს სიტყვით მიმართა და პარტიის სამომავლო გეგმები გააცნო. მოგვიანებით ირაკლი ალასანიამ ალექსანდრე მსხალაძესთან ერთად ქალაქის ცენტრალური ქუჩები მოინახულა. იმყოფებოდნენ ქარელის ცენტრში არსებულ ბაზარში, სადაც მოვაჭრეებს შეხვდნენ. მოვაჭრეები მძიმე სოციალურ პირობებში იმყოფებიან. ბაზარში შემცირებულია მყიდველთა რაოდენობა, მათი გადასახადები კი საკმაოდ დიდია. ‘’თავისუფალი დემოკრატების’’ ლიდერმა მათ პარტიის ეკონომიკური ხედვა გააცნო და მათი პრობლემების გადაჭრის გზებზე ისაუბრა. ''ჩვენს მხარადამჭერებს გავაცანით ჩვენი გუნდის საპენსიო პოლიტიკა, რომელიც არაერთხელ გავარჩიეთ და ვთქვით, რომ 300 ლარამდე გაიზრდება მოქალაქეების პენსია და მინიმალური ხელფასი არ იქნება 500 ლარზე ნაკლები, რაც ეკონომიკურ ანალიზზე დაყრდნობით არის გამოთვლილი. ამ გეგმების რეალიზაციას სათავეში ჩაუდგება სანდრო, როდესაც გახდება დეპუტატი. ხელისუფლება გვჭირდება სწორედ იმისათვის, რომ ხალხს შევუმსუბუქოთ ის დიდი ტვირთი, რომელიც ოჯახში ლუკმა პურის მიტანას გულისხმობს. სწორედ ამიტომ მოვედით პოლიტიკაში და სანდროც ამიტომ შემოგვიერთდა „თავისუფალ დემოკარტებს“. დიდი მადლობა მას ამ გადაწყვეტილებისთვის’’, - განაცხადა ირაკლი ალასანიამ. ‘’ჩემი რაიონის მოსახლეობა მხარს უჭერს ‘’თავისუფალ დემოკრატების’’ გუნდს და ირაკლი ალასანიას. ჩვენ ხალხს სჯერა ბატონი ირაკლის და მისი გუნდის გეგმების, მისწრაფებების. დღეს შედგა ჩვენი შეხვედრა გუნდის ლიდერთან და ეს არის მნიშვნელოვანი, რადგან დღეიდან ვიწყებთ ერთობლივად დასახული გეგმების განხორციელებას. ჩვენ გავხდით ქარელის მოსახლეობის ცხოვრებას უკეთეს. არ გვინდა მტრობა, ჩვენ მშვიდობით მოვალთ ხელისუფლებაში ერთ მუშტად შეკრულნი და საქმეზე ორიენტირებულნი. ახალგაზრდებთან და უფროსი თაობის ადამიანებთან ერთად შევქმნით ისეთ გუნდს, რომელიც ქარელის რაიონს წარმატებას მოუტანს. მე ამაში დარწმუნებული ვარ და ჩვენ, ბატონ ირაკლისთან ერთად ქარელში შევქმნით უკეთეს ეკონომიკას და ცხოვრებას’’, - განაცხადა ალექსანდრე მსხალაძემ.
მასალის გამოყენების პირობები
მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
მთავარი სიახლე
ბიზნესი
დღის ამბები
19:07
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
19:01
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
19:00
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
18:48
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
18:33
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
18:29
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
18:20
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
18:15
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
17:30
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
17:27
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
17:17
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
16:59
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
16:46
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
16:43
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
16:34
ჟურნალისტი არ არის ის პირი, ვისაც ყველგან შეუძლია შესვლა და ყველა კითხვის დასმა - მაჭარაშვილი
16:30
"შავი სექტემბერი გველოდება!.. 10 დღეში, მოგვენატრება 100 კაცამდე გარდაცვლილი" – გიორგი ჩალაძე
16:13
გლდანის ა მიკრორაიონის N4 კორპუსის მიმდებარედ სკვერის რეაბილიტაცია იწყება
16:00
"რომელი ვაქცინა ჯობს?“ - რას აცხადებს გიორგი ფხაკაძე
15:57
"უმეტესი გოგო ამბობს, ექიმმა მითხრა, თუ შვილი გინდა, დაიცადეო და მაინტერესებს, რას აცდევინებთ, - სიკვდილს?“ - სალომე გოგიაშვილი
15:56
წავკისში ხანძარია
პოპულარული
დღე - კვირა






