საქართველოს პრეზიდენტი ბათუმში იოჰანეს ჰანს შეხვდა
პოლიტიკა - 16:00, 14 Jul, 2016     1069

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა, დღეს, ბათუმში, ევროკომისართან ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში, იოჰანეს ჰანთან პირისპირ შეხვედრა გამართა. შეხვედრისას მხარეებმა საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობისა და თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების საკითხები განიხილეს. იოჰანეს ჰანმა გიორგი მარგველაშვილს, ასოცირების შეთანხმებისა და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ ხელშეკრულების 2016 წლის 1 ივლისიდან ოფიციალურად ძალაში შესვლა მიულოცა. ევროკომისარმა ქვეყნის პირველ პირს კიდევ ერთხელ დაუდასტურა საქართველოს ევროპულ სტრუქტურებში ინტეგრაციის მტკიცე მხარდაჭერა და ხაზი გაუსვა, რომ საქართველომ სრულყოფილად შეასრულა ყველა ვალდებულება, მათ შორის ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის წარმატებით განხორციელების გზით. თავის მხრივ, საქართველოს პრეზიდენტმა იმედი გამოთქვა, რომ საქართველოსათვის უვიზო მიმოსვლის რეჟიმის მინიჭებასთან დაკავშირებით დაწყებული პროცესი მალე და წარმატებით დასრულდება. როგორც გიორგი მარგველაშვილმა შეხვედრისას განაცხადა, ჩვენი ქვეყანა მტკიცედ ერთგული რჩება, რათა ასოცირების შეთანხმების ეფექტიანი იმპლემენტაციის გზით გააძლიეროს ძალისხმევა ევროკავშირთან პოლიტიკური გაერთიანებისა და ეკონომიკური ინტეგრაციისათვის.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42