სპეციალური განცხადება უზენაეს სასამართლოსთან ნინო დანელიამ გააკეთა.
მისი თქმით, ამ დღეებში წყდება ხელისუფლებისგან დამოუკიდებელი მედიის ბედი.
"სასამართლომ უნდა გადაწყვიტოს, გააგრძელებს თუ არა პრო რუსული ნარატივებისგან თავისუფალი და ყველაზე დიდი მედია. რუსთვაი ორის დაცვა არ არის ერთი, რომელიმე პოლიტიკური ჯგუფის ინტერესი. საქართველოს მოსახლეობის მომავალი და კეთილდღეობა, მიუხედავად მათი პოლიტიკური გემოვნებისა, დამოკიდებულია იმაზე როგორ განვთარდება მოვლენები ამ ტელევიზიასთან დაკავშირებით. მივმართავთ საქართველოს უზენაესს სასამართლოს- თქვენ ხელშია საქართველოს დემოკრატიული მომავალი. გთხოვთ განიხილოთ რუსთავი 2 - ის საქმე, არა ერთი მოქალაქის ახირების, არამედ მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინებით" - აღნიშნა ნინო დანელიამ.
სამოქალაქო საზოგადოების ინფორმაციით, საკონსტიტუციო სასამართლოც დიდი წნეხის ქვეშ არის.
"ვიცით, რომ მოსამართლეებზე მიმდინარეობს ზეწოლა, გვესმის რომ სასწორზე დევს მოსამართლეთა პირადი უსაფრთხოება, მაგრამ გთხოვთ მხედველობაში მიიღოთ, რომ თქვენ ხელშია ამ ქვეყანაში 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების ლეგიტიმაციის საკითხი"- აღნიშნეს სპეციალურ ბრიფინგზე.
მათი თქმით პოლიტიკური პასუხისმგებლობა უზენაესი სასამართლოს ქმედებებზე საქართველოს პრეზიდენტსაც ეკისრება, რადგან მოსამართლეები მისი რჩეულები არიან.
განცხადების ავტორები საერთაშორისო ორგანიზაციებსაც მიმართავენ.
"მოუწოდებთ საერთაშორისო ორგანიზაციებს, შეახსენონ ბიძინა ივანიშვილს და ხელისუფლებას რა შედეგებს მოუტანს ქვეყანას ხელისუფლების გავლენისგან თავისუფალი რუსთავი 2 - ის დაკარგვა"- აღნიშნეს განცხადების ავტორებმა.
მათი თქმით, ბიძინა ივანიშვილი რუსთავი 2- ის გაჩუმებას იმიტომ ჩქარობს რომ ტელეკომპანია არჩევნებზე ეგზიტპოლების გაკეთებას გეგმავს.
"ჩვენ არ ვაპირებთ, ხელისუფლებამ წაგვართვას ხმა, რომელიც რუსთავი 2- დან ისმის. ჩვენ ფიზიკურად დავიცავთ რუსთავი 2-ს ძალადობისგან და არ დაუშვებთ უკანონო გადაწყვეტილების აღსრულებას"- აღნიშნა დანელიამ.
მასალის გამოყენების პირობები






