პრეზიდენტმა აჭარაში რწმუნებულად ზურაბ პატარაძე დანიშნა
პოლიტიკა - 14:12, 14 Jul, 2016     1709

საქართველოს პრეზიდენტმა აჭარაში უმაღლესი საბჭოს ფრაქციებთან შეხვედრები დაასრულა. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მეთაურის კანდიდატურის წარდგენასთან დაკავშირებით, გიორგი მარგველაშვილმა კონსულტაციები უმაღლესი საბჭოს ყველა ფრაქციის თავმჯდომარესთან და წარმომადგენლებთან გამართა. შეხვედრისას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის პოსტზე ზურა პატარაძის კანდიდატურის წარდგენასთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს.

შეხვედრების დასრულების შემდეგ, ქვეყნის პირველმა პირმა განცხადება გააკეთა.

"რამდენიმე დღის წინ, არჩილ ხაბაძემ, გააკეთა პოლიტიკური განცხადება თანამდებობიდან წასვლასთან დაკავშირებით. ეს პოლიტიკური განცხადება განპირობებული იყო იმ ინტენსიური საარჩევნო კამპანიით და მოღვაწეობით, რომელშიც იგი აპირებს ჩაბმას.

გუშინ საღამოს მთავრობის მეთაურმა და მინისტრებმა მომმართეს შესაბამისი განცხადებით, რომელიც მე დავაკმაყოფილე, და კონსტიტუციისა და კანონმდებლობის შესაბამისად, აჭარაში, მთავრობასთან კონსულტაციის გზით, დღეს დილით დავნიშნე პრეზიდენტის რწმუნებული და მისი ადმინისტრაცია. მყისიერად, ამ დანიშვნისთანავე, მე დავიწყე, ასევე კანონმდებლობის საფუძველზე კონსულტაციები აჭარის უმაღლესი საბჭოს ფრაქციებთან, ხსენებული კანდიდატურის - ზურაბ პატარაძის წარდგენასთან დაკავშირებით. ახლა უკვე შესაბამისი წარდგინება გადაგზავნილია აჭარის უმაღლეს საბჭოში. წარმოებული კონსულტაციების შედეგად, მაქვს იმის მტკიცე რწმენა, რომ აჭარის უმაღლესი საბჭო ახალ კანდიდატურას, რომელიც არის გავლილი აჭარის უმაღლესი საბჭოს ფრაქციებთან, წარდგენილ იქნა კონსტიტუციის შესაბამისად საქართველოს მთავრობასთან კონსულტაციით, აჭარის უმაღლესი საბჭო უახლოეს მომავალში დაამტკიცებს.

მინდა, კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო არჩილ ხაბაძეს იმ მოღვაწეობისთვის, რომელიც განახორციელა წლების განმავლობაში.

მე დღეს დავდივარ აჭარაში, რომელიც სავსე არის ტურისტებით, სავსე არის ძალიან შთამბეჭდავი ახალი პროექტებით და მსურს ვუსურვო ზურაბ პატარაძეს, ამ მნიშვნელოვანი მისიის გაგრძელება.

ზურაბ პატარაძესთან, ასევე ბუნებრივია, ჩემი ძალიან მტკიცე პოზიცია და, ასე ვთქვათ, გზავნილი არის ის, რომ აჭარაში უნდა ჩატარდეს დემოკრატიული, უმაღლესი სტანდარტის, ევროპული სტანდარტის არჩევნები, და ასევე ის ეკონომიკური პროცესი, რომელიც ახლა რეგიონში მიმდინარეობს და გაგრძელდება ეს არის, როგორც ტურისტული სეზონი, ასევე სასოფლო-სამეურნეო სეზონი იქნას წარმართული ეფექტიანად”, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42