,,არც სამუშოა არც ფული... რასაც გვპირდებიან მაგის თავად თუ სჯერათ?!“ - გურულები საარჩევნო დაპირებებზე
პოლიტიკა - 14:08, 14 Jul, 2016     1910
გამოჩნდა, რომ საქართველოში ბოლო წლებში ტენდენციად დამკვიდრდა ამომრჩეველთა წინაშე დაპირებებით თავის მოწონება. სხვადასხვა პოლიტიკური პარტიები, თავიანთ სამოქმედო გეგმაში, გაცილებით მეტ ყურადღებას მხოლოდ ზოგად დაპირებებზე აკეთებენ და ნაკლებად საუბრობენ იმ საფუძვლებზე, რისი გამოყენებითაც ამა თუ იმ პრობლემას რეალურად გადაჭრიან.

საპარლამენტო არჩევნები მოახლოვდა და მალე ხალხი დაპირებების ახალ ტალღაში გაეხვევა. „გურიის მოამბე“ შეეცადა გაერკვია მომავალ არჩევნებში რის მიხედვით გააკეთებს მოსახლეობა საკუთარ არჩევანს.

ექნება თუ არა გადამწყვეტი მნიშვნელობა ისევ კარგად შეფუთულ და მსუყე დაპირებებს, რომლის შეუსრულებლობაზეც მოსახლეობა ყოველთვის არჩევანის გაკეთებიდან რამდენიმე თვის შემდეგ იწყებს საუბარს და რა მიაჩნია უმრავლეოსობას მთავარ პრობლემად, რაც ოთხი წლის განმავლობაში არ შეცვლილა, ჩვენი გამოკითხვიდან შეიტყობთ.

„დღევანდელი მთავრობის დაპირების მიუხედავად, დასაქმების კუთხით არაფერი შეცვლილა, უფრო მეტიც, მდგომარეობა თითქმის გაუარესდა“-გვეუბნებიან ადგილობრივები.

მაგული- 43 წლის: ეს მთავრობა როცა მოვიდა, უმუშევრობა იყო და დღესაცაა. სამუშაო ადგილები დაგვპირდნენ და დღესაც არაა. ქარხნები არ აშენდა, რომელსაც გვპირდებოდნენ და სამუშაო ადგილები საიდან იქნება. რა ქნას ხალხმა, უნდა დაიჯეროს, აბა სხვა რა გზა აქვთ.

მარინა- 36 წლის: ახლა რა არი იცით, ხალხი მაინც იმედის თვალით უყურებს დაპირებებს, სხვა რა გზა გვაქვს, ხალხი ისევ ვფიქრობთ, რომ ვაცალოთ ისევ ეს 4 წელი და მერე რა იქნება ვნახავთ.

ბონდო- 64 წლის: ყველა მოლოდინშია მაგ დაპირებების და არაფერი არ შესრულდა. ყველაზე მეტად სამუშაო ადგილები გვინდოდა და რა. არც სამუსაო ადგილია და არც ფული. ისევ საზღვარგარეთ მიდის ხალხი, რომ თავი ირჩინოს.

ვასო- 60 წლის: დაპირების არ გვჯერა და არც ვაპირებ დავიჯერო. საინტერესოა რასაც გვპირდებიან მაგის თავად თუ სჯერათ?!

გუგული- 53 წლის: რა ვიცი, მგონი დაპირების 20% კი შესრულდა, მეტი თუ არა. თუმცა მეტის მოლოდინი გვქონდა. პენსიას თუ გაზრდიან, რაც იყო დაპირება ისე, ყველაზე მეტად ეს გამახარებდა.

რომანი- 67 წლის: ამას წინათ ბიძინა ივანიშვილი ლაპარაკობდა, ცოტა კიდე გვაცადეთ და უფრო მეტს გაგიკეთებთო. აღარ მჯერა მე არავის დაპირებების. ვისაც სჯერა დაიჯეროს.

ნანა- 65 წლის: რაც დაგვპირდნენ, იმის ძალიან დიდი ნაწილი არ შესრულდა. გვაცადეთ ბატონო კიდევო გვეუბნებიან, კიდევ ერთი შანსი მოგვეცითო და ყველა დაპირებას შეგისრულებთო, მაგრამ გამოთქმა რომაა ის დაგვემართება- ამ ცდაში ან ვირი ვიქნებით და ან ვირის პატრონი.

ნუგზარი- 58 წლის: ხალხს ყველაზე მეტად სამუშაო ადგილი სჭირდება, რომ თავი ირჩინონ. სამუშაო ადგილიები სადღაა, პირიქით, უფრო უარესობაა. ბევრია ჩემ აზრზე, დაპირებას ახსენებენ მთავრობას, მარა ვერ შეასრულეს საერთოდ.

გუგული- 48 წლის: ვის აქვს ხალხის დარდი, მთავარია არჩევნების წინ ყველაზე დიდ ტყუილს ვინ იტყვის და და ვის გამოუვა ყველაზე დამაჯერებლად, მერე შესრულებაზე პასუხისმგებლობას დიდად არ იღებენ საკუთარ თავზე. დაპირებები საერთოდ როგორ უნდა ვირწმუნოთ, მაგრამ მაინც ტყუვდება ხალხი.

ბესარიონ- 43 წლის: ახლა რაც სასწრაფოდ უნდა შეასრულონ, ეს სამუშაო ადგილებია, თუ არა და მაგენის დაპირებებს კაციშვილი არ დაიჯერებს. ქართველი კაცი როდემდე უნდა დადიოდეს სხვა ქვეყანაში მონად?!

თეა იოსელიანი, გურია





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42