"ქართული ოცნება" "რუსთავი 2"- ის საქმეში პოლიტიკურ შემადგენელს ვერ ხედავს.
როგორც გიორგი ვოლსკიმ აღნიშნა, მოქმედი ხელისუფლების პირობებში სასამართლო დამოუკიდელია.
„დემოკრატიული სახელმწიფოსთვის მიმართვები, საკითხების დაყენება, გლობალურად ამ საკითხის განხილვა არის დამახასიათებელი და კარგია, რომ საქართველოშიც ეს ხდება. სასამართლო არის დამოუკიდებელი სტრუქტურა და დამოუკიდებლად იღებს გადაწყვეტილებას“- განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.
ზაქარია ქუცნაშვვილი კი რუსთავი 2-ის ხელმძღვანელობა და იურისტები საქმისთვის პოლიტიკური დატვირთვის მიცემაში დაადანაშაულა.
„შინაარსი როდესაც არ იცის პატიოსანმა იურისტმა, ისე შეფასება არ უდნა გააკეთოს. თუ სისულელე უწერიათ, რა თქმა უნდა, არ უნდა მიიღონ და თუ დასაბუთებულია მოთხოვნა, რა თქმა უნდა, უნდა მიიღონ. ყველა ასეთ რაღაცას ესენი იყენებენ სათავისოდ. გამოდიან და ყვირიან პოლიტიკოსები ჩართულები არიან, ეს არის მთელი მათი მიზანი, რომ რამენაირად ჩაგვითრიონ ამ პარტნიორების დავაში,“- განაცხადა ზაქარია ქუცნაშვილმა.
არასამთავრობოების მსგავსად, ოპოზიცია უზენაეს სასამართლოს მოუწოდებს, ტელეკომპანია რუსთავი 2-ის საკასაციო სარჩელი წარმოებაში მიიღოს.
განცხადება სამაუწყებლო კომპანიის სასამართლო დავასთან დაკავშირებით, დღეს რამდენიმე ოპოზიციურ პარტიაში გაკეთდა.
„მოვუწოდებთ უზენაეს სასამართლოს მიიღოს სარჩელი, იხელმძღვანელოს სამართლიანობის პრინციპით და გადაარჩინოს ამით არა მხოლოდ თავისუფალი მედია გარემო, არამედ სასამართლოს შელახული რეპუტაცია,“- განაცხადა სერგო რატიანმა.
ცნობისთვის, გუშინ 6 - მა გავლენიანმა არასამთავრობო ორგანიზაციამ განცხადება გაავრცელა. სამოქალაქო სექტორი უზენაეს სასამართლოს მოუწოდებს წარმოებაში მიიღოს რუსთავი 2-ის საქმე, მმართველი გუნდი ეხმაურება.
ცნობილია ომბუდსმენის პოზიციაც - უჩა ნანუაშვილის განცხადებით, იგი პირველ ორ ინსტანციაში მიმდინარე სასამართლო პროცესებს ყურადღებით აკვირდებოდა.
მასალის გამოყენების პირობები






