„პირველად მივხვდი რომ შვილს სიმწრისგან ვერ ვიცავ... კარგი ბიჭი სანდრო გარდაიცვალა!“- ნანუკა ჟორჟოლიანი
სოც.მედია - 13:08, 14 Jul, 2016     75707
ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში ემოციურ წერილს აქვეყნებს, რომლიც მისი ქალიშვილის, მარიამ გეგუჩაძის მეგობრებს ეძღვნება, განსაკუთრებით კი, ერთ-ერთ მათგანს, სანდროს. მიზეზი კი ის საზარელი ამბავია, რაც მის თავს დატრიალდა.

„მარიამი მისი მეგობრებით არის ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი. ძალიან! ვიცნობ თუ არა, მნიშვნელობა არ ააქვს. როგორც კი მესმის რომ მისი მეგობარია, მაშინვე ვხდები სუბიექტური და ალბათ ამის მიზეზი , ჩემი შვილის სიყვარულია მათ მიმართ.

თითქმის ყველას ვიცნობ და ვემეგობრები. მიყვარს ყველა. მათი ისტორიებით, პრობლემებით, წარმატებებით. არავის უკვირს უკვე ჩვენი ურთიერთობები.

ასე მოვიდა ერთხელ და მომიყვა სანდროს შესახებ. მარწმუნებდა, რომ სანდროსნაირი ბიჭი ცოტაა ამ ქალაქში და მეც გაღიმებული ვუსმენდი. იმიტომ რომ მარიამი ასე ყვება ყველა მის მეგობარზე. მოახერხა და იმდენი ქნა შემაყვარა სანდრო, ბიჭი, რომლის გაცნობაც ვერ მოვასწარი. შემაყვარა იმიტომ, რომ მარიამს უყვარდა ძალიან.კარგი ბიჭი სანდრო.

გუშინ მის ისტერიკანარევ ტირილში მხოლოდ ის გავიგე რომ სანდრო გარდაიცვალა. კარგი ბიჭი სანდრო და პირველად მივხვდი რომ შვილს სიმწრისგან ვერ ვიცავ. მეგობარი რომ მოუკვდა ამ სიმწრისგან. და დედა! რომელსაც კარგი ბიჭი სანდრო აღარ ჰყავს! აქ უკვე სიტყვებს ვერ ვპოულობ რა უნდა დავწერო!

საშინელი ამბავი მოხდა! საშინელი. კარგი ბიჭი სანდრო გარდაიცვალა! დედას ძალიან კარგი შვილი მოუკვდა! უსამართლობაა ეს!“-წერს ნანუკა ჟორჟოლიანი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42