საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ბათუმის საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობს
პოლიტიკა - 11:42, 14 Jul, 2016     1182
ბათუმში მე-13 საერთაშორისო კონფერენცია „საქართველოს ევროპული გზა - სტაბილურობა, განვითარება, მრავალფეროვნება“ გაიხსნა. მე-13 საერთაშორისო კონფერენცია საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა და ევროკომისარმა ევროპული სამეზობლო პოლიტიკის და გაფართოების საკითხებში იოჰანეს ჰანმა გახსნეს. კონფერენციის მონაწილეებს ასევე მიმართეს საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში დავით ბაქრაძემ, გლობალური უსაფრთხოების ფორუმის (GLOBSEC) თავმჯდომარემ რასტისლავ კაჩერმა.

საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე. კონფერენციის ფარგლებში მინისტრი სიტყვით გამოვა თემატურ სესიაზე: „ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკის მიმოხილვა და მისი პრიორიტეტები ასოცირებული ქვეყნებისათვის“, რომელსაც მოდერაციას გაუწევს მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრის დირექტორი, ავსტრიის რესპუბლიკის ყოფილი ვიცე-კანცლერი მაიკლ შპინდელეგერი.

"აღნიშნული კონფერენცია კიდევ ერთი ნათელი მაგალითია იმისა, რომ საქართველოს აქვს ევროპული სახელმწიფოების პოლიტიკური ლიდერებისა და ექსპერტული წრეების დიდი მხარდაჭერა. დღეს ყველანი ერთად ვიმსჯელებთ საქართველოს ევროპულ გზაზე, საქართველოს ევროპული ინტეგრაციის მიმართულებებზე"- განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ საერთაშორისო კონფერენციის "საქართველოს ევროპული გზა" გახსნის ცერემონიის კომენტირებისას.

მინისტრის განცხადებით კონფერენციის ფარგლებში მსჯელობა წარიმართება საქართველოს ევროპული ინტეგრაციის მნიშნელოვან ასპექტებზე, მათ შორის ასოცირების შეთანხმების იმპლემენტაციის პროცესზე, ვიზა ლიბერალიზაციის საკითხზე, ევროკავშირთან ეკონომიკურ ინტეგრაციის მიმდინარეობაზე.

"ყველა იმ კომპონენტზე, რამაც უკვე მოიტანა დადებითი შედეგები საქართველოსთვის, მაგალითად ღრმა და თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმება, თუ რამდენად დადებითი შედეგები მოუტანა მან საქართველოს. იზრდება ექსპორტი და ჩვენი წილი ევროკავშირის ბაზარზე. ეს არის კონკრეტული შედეგი ჩვენი ბიზნესისთვის. ასევე ხელშესახებია შედეგები განათლების სფეროში, ტრანსპორტის მიმართულებით, ენერგეტიკის მიმართულებით, კულტურის სფეროში, სექტორალური ინტეგრაციის მიმართულებით"- განაცხადა მინისტრმა.

ბათუმის საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში ასევე გაიმართება საგარეო უწყების ხელმძღვანელის ორმხრივი შეხვედრები.

ყოველწლიური კონფერენცია ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპატარის ორგანიზებით ტარდება და ბათუმი ღონისძიებას 14-15 ივლისს უმასპინძლებს. ​






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42