"რუსთავი 2-ის საჩივარი სრულად აკმაყოფილებს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ყველა კრიტერიუმს"- დავით ჯანდიერი
პოლიტიკა - 12:34, 14 Jul, 2016     1692
„პაატა ბურჭულაძე - მოძრაობა სახელმწიფო ხალხისათვის“ მოუწოდებს უზენაეს სასამართლოს მიიღონ წარმოებაში შპს „ტელეკომპანია საქართველოს“, გიორგი და ლევან ყარამანიშვილების საკასაციო საჩივარი და გააუქმონ ერთმნიშვნელოვნად უკანონო გადაწყვეტილება. ამ თემაზე პრესკონფერენცია პაატა ბურჭულაძის მრჩეველმა სამართლებრივ საკითხებში დავით ჯანდიერმა გამართა. როგორც ჯანდიერმა განაცხადა არსებული დავა კერძო ხასიათის სამართალწარმოებას ცდება და საქმეში იკვეთება ხელისუფლების მიზანი შეიზღუდოს სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება. ამის დადასტურება კი ხელისუფლების მიერ საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ კანონში შეტანილი ცვლილებებით ტელეკომპანიის საკონსტიტუციო საჩივარის ბლოკირების მცდელობაა.

„ქიბარ ხალვაშსა და რუსთავი2-ს შორის არსებული დავა არ განეკუთვნება კერძო ხასიათის სამართალწარმოებას. ეს არის დავა, რომლის მიზანი სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვაა. ხელისუფლების მიზანი ჩარეულიყო ტელეკოპანიის საქმეში განსაკუთრებით ცხადი გახდა საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ კანონში შეტანილი ცვლილებებით, რომლის მიზანი ტელევიზიის საქმის განხილვის ბლოკირება იყო, სადაც დღემდე განიხილება ტელეკომპანიის რამდენიმე კონსტიტუციური სარჩელი.“ -განაცხადა დავით ჯანდიერმა.

პაატა ბურჭულაძის პარტიაში მიაჩნიათ, რომ ტელეკომპანიის საჩივარი სრულად აკმაყოფილებს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ყველა კრიტერიუმს.

„სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობაში მკაფიოდ არის გაწერილი საკასაციო საჩივრის დასაშვებობის კრიტერიუმები, რომელსაც ჩემი მოსაზრებით სრულად აკმაყოფილებს ეს საკასაციო საჩივარი. შპს „ტელეკომპანია საქართველოს“, გიორგი და ლევან ყარამანიშვილების საკასაციო საჩივარი მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან. ამასთან, ეს საკასაციო საჩივარი დასაშვებობის კრიტერიუმს აკმაყოფილებს იმ თვალსაზრისითაც, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლომ მოცემული საქმე მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით განიხილა.“ - განცხადა დავით ჯანდიერმა გამართულ პრესკონფერენციაზე.

„პაატა ბურჭულაძე - მოძრაობა სახელმწიფო ხალხისათვის“ მოუწოდებს უზენაეს სასამართლოს მიიღონ წარმოებაში შპს „ტელეკომპანია საქართველოს“, გიორგი და ლევან ყარამანიშვილების საკასაციო საჩივარი და გააუქმონ ერთმნიშვნელოვნად უკანონო გადაწყვეტილება. ჯანდიერის განაცხადებით წინააღმდეგ შემთხვევაში დადასტურდება ფაქტი, რომ მორჩილი სასამართლო დღევანდელი ხელისუფლების მთავარი პარტნიორია.

„იმ შეთხვევაში, თუკი საკასაციო სასამართლო საჩივრის დასაშვებობის ამ მკვეთრად გამოხატული საფუძვლების მიუხედავად, უარს იტყვის საქმის განხილვაზე, აღნიშნული იქნება ერთმნიშვნელოვნად უკანონო გადაწყვეტილება და კიდევ ერთხელ დადასტურდება ის ფაქტი, რომ მორჩილი სასამართლო დღევანდელი ხელისუფლების მთავარი პარტნიორია.“ - განაცხადა პაატა ბურჭულაძის მრჩეველმა სამართლებრივ საკითხებში დავით ჯანდიერმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42