თამარ ჩუგოშვილის განცხადებით, "ქართული ოცნებაში" ყოფნის შეთავაზება გიორგი კვირიკაშვილისგან პირადად მიიღო.
„ჯერჯერობით ძალიან ნაადრევია იმაზე საუბარი სიის რომელი ნომერი ვიქნები, ეს საკითხი ჯერჯერობით არ არის გადაწყვეტილი. შეთავაზება მივიღე პრემიერ-მინისტრისგან”, - განაცხადა ჩუგოშვილმა.
კითხვაზე, რამდენად შეიძლება იყოს გუნდი ერთიანია, თამარ ჩუგოშვილი აცხადებს, რომ მას არ უგრძვნია ასეთი წინააღმდეგობა გუნდში.
„კოალიცია აღარ არის იმ სახით, რა სახითაც იყო. მე ვსაუბრობ პარტია “ქართულ ოცნება - დემოკრატიულ საქართველოზე”. არანაირი წინააღმდეგობა არ მიგვრძვნია, მხოლოდ ვიგრძენი მხარდაჭერა, წახალისება და გუნდი არის ერთიანი. რა თქმა უნდა ჩვენ კიდევ დამატებით დაგვჭირდება მუშაობა, რომ გუნდის ახალი წევრები კიდევ უფრო აქტიურად ჩავერთოთ გუნდის მუშაობაში” - განაცხადა ჩუგოშვილმა.
„ქართული ოცნების“ გუნდის კიდევ ერთი ახალი წერვრი ნინო გოგუაძე კი ამბობს, რომ მთავარი , რაზეც აპირებს მუშაობას, ეს არის "იმ ტენდენციების, იმ განვითარების გაგრძელება, რაც ახლა ქვეყანაში მიმდინარეობს".
ეს მთავარი კი მისი აზით არის ის რომ ქვეყანაში სტაბილურობის, ადამიანის უფლებების დაცვის განცდა გაჩნდა.
„გაგვიჩნდა განცდა, თავისუფლების, ჩვენი საკუთრება ხელშეუხებელია, ჩვვენი გამოხატვის თავისუფლება დაცულია. სწორედ ეს იქნება ის საკითხები, რაზეც მე გავაგრძელებ ახალ გუნდთან ერთად მუშაობას"- აღნიშნა მან.
გოგუაძის განცხადებით, პრიორიტეტი იქნება განათლება, საარჩევნო საკითხებთან დაკავშირებული თემატიკა და საერთაშორისო ურთიერთობები.
„ქართული ოცნება“ არის ის გუნდი, რომელიც უზრუნველყოფს ქვეყანაში თითოეული ადამიანისთვის ღირსეული ცხოვრების პირობებს.- ეს განცხადება კი სოფო კილაძეს ეკუთვნის, რომელიც წინამორბედების მსგავდსად "ოცნების ხელისუფლების" მთავარ მიღწევად ადამიანის უფლებებს ასახელებს.
„ის მიღწევები, რომლებიც აქვს „ქართულ ოცნებას“, ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით, საჯარო მმართველობის კუთხით და ასე შემდეგ, ეს ნამდვილად მაძლევს მე პირადად იმის თქმის საშუალებას, რომ ჩვენს ქვეყანაში გატარებული რეფორმების შედეგად უზრუნველყოფილი იქნება თითოეული ადამიანისთვის ღირსეული არსებობა“, - აღნიშნა კილაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






