‘’თავისუფალი დემოკრატების’’ ლიდერი ირაკლი ალასანია გლდანში მეშვიდე მიკრორაიონში დავით ჯაბიძის ქუჩაზე მდებარე სკვერში გლდანის მოსახლეობას შეხვდა და 21 საარჩევნო ოლქის მაჟორიტარობის კანდიდატი ამირან გიგუაშვილი წარუდგინა. შეხვედრაზე პარტიის ლიდერმა ადგილობრივებს საარჩევნო პროგრამა გააცნო და ყურადღება გაამახვილა პროგრამის სოციალურ-ეკონომიკურ ნაწილზე. ირაკლი ალასანიამ ამირან გიგუაშვილთან ერთად მაცხოვრებლების პრობლემები პირადად მოისმინა. შეხვედრაზე განხილულ იქნა გლდანის მოსახლეობისათვის აქტუალური საკითხები, მათ შორის საბავშვო სკვერის ნაცვლად კიდევ ერთი მრავალსართულიანი კორპუსის მშენებლობა, რასაც ადგილობრივი მოსახლეობა აპროტესტებს.
„გლდანი არის ერთ-ერთი ყველაზე მშრომელებით სავსე უბანი, აქ ადამიანებს მართლაც აქვთ სერიოზული სურვილი იყვნენ ეკონომიკურ აქტივობაში ჩართულები, თბილისის ერთ-ერთი დიდი მოსახლეობა სწორედ აქ ცხოვრობს, მაგრამ მათ არ აქვთ შესაძლებლობა საკუთარი თავის რეალიზების. ჩვენ „თავისუფალი დემოკრატები“ პირველ რიგში სწორედ ამას ვპირდებით. ეკონომიმური განვითარების გეგმა, რომელიც ქვეყნის მიმართებაში გვაქვს ხალხს გავაცანით, ასევე ამირან გიგუაშვილმა, რომელიც მე დღეს წარვადგინე ამ უბანში მაჟორიტარობის კანდიდატად, თავისი გეგმა დადო, თუ როგორ ხედავს კონკრეტულად ამ უბნის განვითარებას,”- განაცხადა ირაკლი ალასანიამ.
‘’პირველივე ინიციატივა, რომელსაც დავაყენებ საქართველოს პარლამენტში 8 ოქტომბრის არჩევნებში გამარჯვების შემდეგ, იქნება გლდანის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის შექმნა, სადაც დასაქმდება არანაკლებ 2000-2500 ადამიანი და პრიორიტეტი მიენიჭებათ სწორედ გლდანის რაიონის მაცხოვრებლებს და ლტოლვილებს’’, - განაცხადა ამირან გიგუაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






