ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის გენერალურმა მდივანმა ზურაბ მარაქველიძეს მადლობის წერილი გამოუგზავნა
პოლიტიკა - 12:36, 13 Jul, 2016     499
1-5 ივლისს თბილისში ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის საპარლამენტო ასამბლეის ყოველწლიური შეკრება გაიმართა. ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის გენერალურმა მდივანმა რობერტო მონტელამ პარლამენტის აპარატის უფროსს ზურაბ მარაქველიძეს საპარლამენტო ასამბლეის მაღალ დონეზე ორგანიზებისთვის, საერთაშორისო სამდივნოს სახელით მადლობის წერილი გამოუგზავნა.

“საერთაშორისო სამდივნოს სახელით მსურს გადაგიხადოთ დიდი მადლობა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის 25-ე ყოველწლიური სესიის თბილისში მასპინძლობისათვის. გამოვხატავ ჩემს უღრმეს მადლიერებას იმ თბილი სტუმართმოყვარეობისა და არაჩვეულებრივი სამუშაოს გამო, რომელიც განახორციელა პარლამენტის აპარატმა ბოლო თვეების განმავლობაში, აგრეთვე იმ დროისა და ძალისხმევისათვის, რაც გაიღო ყველა ადამიანმა, ვინც იყო ჩართული ამ წარმატებული და დასამახსოვრებელი კონფერენციის ორგანიზებაში.

გიხდით მადლობას იმ შრომისათვის, რომელიც გამიზნული იყო რათა ყველა ქვეყნიდან ჩამოსულ მონაწილეებს შესძლებოდათ დასწრებოდნენ ყოველწლიურ სესიას და მიეღოთ მონაწილეობა ინტენსიურ დისკუსიებსა და დებატებში. 54 ქვეყნის წარმომადგენელი 300-მდე პარლამენტარის მონაწილეობით, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეამ თბილისში კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ის წარმოადგენს მნიშვნელოვან ფართო ფორუმს დიალოგისა და საუკეთესო გამოცდილების გაზიარებისათვის.

დასასრულს, კიდევ ერთხელ გმადლობთ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის მუშაობაში თქვენი შესანიშნავი წვლილისათვის და გიდასტურებთ ჩემს უღრმეს პატივისცემას.”-აღნიშნულია მადლობის წერილში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42