რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა, დევნილთა და განსახლების სამინისტროსთან თანამშრომლობითა და გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის (KFW) დაფინანსებით, დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის ღონისძიებების ფარგლებში არაერთი პროექტი განახორციელა. სარეაბილიტაციო და სამშენებლო სამუშაოები ჩაუტარდა ბინებს წყალტუბოში (23 ბინა), ქუთაისში (65 ბინა), ფოთსა (112 ბინა) და ზუგდიდში (320 ბინა). ასევე, ,,სოფლად სახლის“ პროექტის ფარგლებში იძულებით გადაადგილებული 61 ოჯახისთვის შეიძინა სახლი დასავლეთ საქართველოში.
აღნიშნული მემორანდუმის ფარგლებში, მუდმივი საცხოვრებლით დამატებით 10 ოჯახი დაკმაყოფილდება.
საერთო ჯამში, გრძელვადიანი განსახლების პროექტის ფარგლებში, 591 დევნილი ოჯახის ბინით უზრუნველყოფა მოხერხდება.
მასალის გამოყენების პირობები






