"ქართული ოცნების“ სათაო ოფისში პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომა უკვე დასრულდა. შეხვედრის შემდეგ განცხადებები მინისტრთა კაბინეტში არსებულ ცვლილებებზე არ გაკეთებულა.
შეხვედრას თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი სესიაშვილი ესწრებოდა, რომელიც თავდაცვის მინისტრის თანამდებობაზე ერთ-ერთ კანდიდატად სახელდება.
რუსთავი2-ის ინფორმაციით, მინისტრთა კაბინეტიდან მაჟორიტარების სიაში გადაინაცვლეს სოფლის მეურნეობის მინისტრი, ოთარ დანელია, ვიცე-პრემიერი კახა კალაძე და ჯანდაცვის მინისტრი, დავით სერგეეკო.
რესპუბლიკური პარტიის ორი მინისტრის წასვლისა და განათლების მინისტრის შეცვლის შემდეგ, თუკი სამი მინისტრი მაჟორიტარობის კანდიდატი გახდება და პრემიერი კიდევ ერთ მინისტრს შეცვლის, მაშინ პარლამენტს ახალი ნდობის გამოცხადება მოუწევს.
როგორც ცნობილია, ხვალ ორ საათზე, პრემიერი საპარლამენტო სიის ნაწილს წარადგენს.
მასალის გამოყენების პირობები






