სასჯელაღსრულების სამინისტროს ინიციატივით „პატიმრობის კოდექსში“ შეტანილი ცვლილებების თანახმად, მსჯავრდებულებს საშუალება აქვთ პენიტენციურ დაწესებულებაში მათ მიერ წარმოებული სხვადასხვა ნაკეთობების რეალიზაცია მოახდინონ. ამის შედეგად მიღებული თანხა კი, მსჯავრდებულების პირად საბანკო ანგარიშზე ჩაირიცხება.
დღესვე მოეწყო იმ ონლაინმაღაზიის პრეზენტაციაც, რომელის მეშვეობითაც პატიმრებს საკუთარი ნამუშევრების გაყიდვა შეეძლებათ.
„ ვფიქრობ, რომ ასეთი საამქრო მათთვის არის იმ ნიჭის რეალიზაციის საშუალება, რომელიც პატიმრებს გააჩნიათ. ეს პროექტი, ასევე ძალიან მნიშვნელოვანია მათი ოჯახებისათვის ფინანსური თვალსაზრისითაც. რაც მთავარია, მსჯავრდებულები იქნებიან მოტივირებულები და იამაყებენ, რომ შეძლებენ დაეხმარანონ საკუთარ ოჯახებს,“- აღნიშნა მაკა ჩიჩუამ.
პირველი ლედი გამოფენაზე საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანთან ირინა იმერლიშვილთან ერთად იმყოფებოდა. ექსპოზიცია საქართველოს მთავრობისა და პარლამენტის წევრებმა, დიპლომატებმა და ბიზნესწრეების წარმომადგენლებმა დაათვალიერეს.
მასალის გამოყენების პირობები






