როგორც დღეს გამართულ ტრადიციულ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, პრეზიდენტი გამოვიდა ინიციატივით, რომ მოეწვია პარალამენტის რიგგარეშე სესია „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონში ცვლილებების საბოლოოდ მისაღებად. თუმცა, დეპუტატების მხრიდან დაინტერესება და სურვილი, სასამართლო სისტემაში ცვლილებების გასატარებლად ნაკლებია.
ადმინისტრაციაში თვლიან, რომ აღნიშნული ქმედება პროცესის ხელოვნურად გაჭიანურების შთაბეჭდილებას ქმნის.
"გაუგებარი და გასაკვირია, ცალკეული დეპუტატების კომენტარებიც, რომ მესამე მოსმენის წინ, როდესაც ხდება მხოლოდ ტექნიკური და სარედაქციო ჩასწორებები, მთავრობის მიერ შეტანილი კანონპროექტის განხილვისას, პარლამენტარებს პრინციპულ საკითხებზე თანხმობა არ აქვთ. პრეზიდენტის აზრით, ეს ყოველივე, კიდევ ერთხელ ნათლად მიანიშნებს იმაზე, რომ სასამართლოს რეფორმირებისა და გაჯანსაღების საკითხში, პრეზიდენტს არ ჰყავს მოკავშირეები არც უმრავლესობაში, არც საპარალამენტო უმცირესობაში. საქართველოს პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ სასამართლო სისტემას სჭირდება ფუნდამენტური და დროული რეფორმა. რაც შეეხება „საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებებს, მოგეხსენებათ, პრეზიდენტმა და მისმა ადმინისტრაციამ გამართა არაერთი კონსულტაცია დაინტერესებულ მხარეებთან. მუდმივად მიმდინარეობდა საარჩევნო თემებზე მსჯელობა პოლიტიკურ სპექტრთან, როგორც საკონსტიტუციო ცვლილებების, ასევე კოდექსის მიმართულებით. თუმცა, მმართველმა კოალიციამ მიუხედავად წინასაარჩევნო დაპირებებისა, არათუ არ იზრუნა დაპირებების შესრულებაზე, არამედ, არცერთ კონსულტაციაში მონაწილეობაც არ მიიღო. შესაბამისად, პრეზიდენტის აზრით, ეს არ არის იდეალური კანონი, მაგრამ რეალობიდან გამომდინარე, მაშინ როდესაც ქვეყანაში უკვე მიმდინარეობს საარჩევნო პროცესი, არსებობს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება და პარლამენტს არ აქვს ნება მიიღოს უკეთესი კანონმდებლობა, ამ ყველაფრიდან გამომდინარე, სამწუხაროდ, „საარჩევნო კოდექსის“ უკეთესი რეფორმა ვერ ხერხდება. პრეზიდენტი კიდევ ერთხელ გამოთქვამს მზაობას, მხარი დაუჭიროს საარჩევნო კანონმდებლობის რეფორმირების პროცესს"- აღნიშნა ეკა მიშველაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






