ოთარ დანელია აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის საფრთხის შემცირების სააგენტოს წარმომადგენლებს შეხვდა
პოლიტიკა - 16:21, 12 Jul, 2016     1151
სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის საფრთხის შემცირების სააგენტოს (DTRA) ბიოლოგიური უსაფრთხოების პროგრამის (CBEP) უფროსს ლანს ბრუკს და აშშ-ს დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის (CDC) წარმომადგენელს ჯორდან ტაპეროს შეხვდა.

შეხვედრაზე მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. საუბარი შეეხო აშშ-ის მხარდაჭერის მნიშვნელობას, რომლის ფარგლებშიც საქართველოს მასშტაბით ლაბორატორიის კვლევითი ბაზების ჩამოყალიბება მოხდა, განხორციელდა მათი თანამედროვე მატერიალურ-ტექნიკური ბაზით აღჭურვა და თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლება.

შეხვედრაზე ოთარ დანელიამ ისაუბრა სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის მიმართულებით განხორციელებულ მნიშვნელოვან პროექტებზე და ქვეყანაში ეპიზოოტიური კეთილსაიმედოობის შენარჩუნების კუთხით გამართულ ლაბორატორიული ქსელის მნიშვნელობის საკითხზე გაამახვილა ყურადღება.

მინისტრმა აღნიშნა, რომ ვეტერინარული კეთილსაიმედოობის უზრუნველყოფა უწყების ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. ოთარ დანელიამ დეტალურად ისაუბრა თანამედროვე სტანდარტების სასაკლაოების, ასევე გადასარეკი ტრასების მოწყობის მნიშვნელობის შესახებ. მინისტრმა ყურადღება გაამახვილა საქართველოდან ცოცხალი საქონლის ექსპორტის მზარდი დინამიკის შესახებ.

შეხვედრას სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე ნოდარ კერესელიძე და სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსო ზურაბ ჩეკურაშვილი ესწრებოდნენ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42