„ცენტრ პოინტის“ დამფუძნებლები საზოგადოებას მედიასაშუალებებით აწვდიან მცდარ ინფორმაციას"-ფინანსთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს
პოლიტიკა - 15:17, 12 Jul, 2016     3456

ფინანსთა სამინისტრო კომპანია "ცენტრ პოინტის" საქმესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

"რამდენიმე დღეა, კომპანია „ცენტრ პოინტის“ დამფუძნებლები საზოგადოებას და უპირველეს ყოვლისა, დაზარალებულ მოსახლეობას სხვადასხვა მედიასაშუალებით აწვდიან მცდარ ინფორმაციას, თითქოს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს კომპანიისთვის დასაბრუნებელი აქვს თანხა 20 მლნ ლარის ოდენობით.

საქართველოს ფინანსთა სამინისტრო სრული პასუხისმგებლობით აცხადებს, რომ აღნიშნული განცხადება შეიცავს არასრულყოფილ მონაცემებს, გამომდინარე იქიდან, რომ „ცენტრ პოინტთან” ურთიერთდამოკიდებული კომპანიების ჯამური საგადასახადო დავალიანება სახელმწიფოს მიმართ შეადგენს 61 მლნ ლარს, მათ შორის, 2016 წლის 12 ივლისის მდგომარეობით:

შპს „ცენტრ პოინტ ჯგუფის“ დავალიანება შეადგენს 29 398 541,42 ლარს, შპს „მარიჯანის“ დავალიანება - 10 317 577,94 ლარს, შპს „ცენტრ პოინტ სიტის“ დავალიანება - 2 311 595,39 ლარს, შპს „დიდი დიღმის ოაზისის“ დავალიანება - 10 542 208,31 ლარს, სხვა დანარჩენი 8 740 000 ლარი.

კომპანიის დამფუძნებლები სარგებლობენ იმ გარემოებით, რომ საგადასახადო ორგანოს საგადასახადო კოდექსით არ აქვს უფლება გადასახადის გადამხდელის თანხმობის გარეშე, გაამჟღავნოს გადამხდელის შესახებ დამატებითი დეტალური ინფორმაცია, რადგან კანონმდებლობით, ის წარმოადგენს საგადასახადო საიდუმლოებას. (საგადასახადო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილი).

გამომდინარე აღნიშნული გარემოებიდან, ფინანსთა სამინისტროს შესაბამისი სამსახურები მოკლებულნი არიან შესაძლებლობას, კომპანიის წერილობითი თანხმობის გარეშე გამოაქვეყნონ დამატებითი ინფორმაცია.

აქვე, საქართველოს ფინანსთა სამინისტრო მოუწოდებს კომპანია „ცენტრ პოინტის“ მფლობელებს, არ შეიყვანონ შეცდომაში მოსახლეობა. მიაწოდონ მათ ობიექტური ინფორმაცია კომპანიის ფინანსური მდგომარეობის შესახებ, ან გასცენ წერილობითი თანხმობა, რათა საგადასახადო ორგანომ აღნიშნული ინფორმაცია გახადოს საჯარო.

საქართველოს ფინანსთა სამინისტრო განუხრელად იცავს გადასახადის გადამხდელის უფლებებს და მის საგადასახადო საიდუმლოებას, ამავე დროს, მიუღებლად მიაჩნია კომპანიამ დაზარალებული მოსახლეობა შეგნებულად შეიყვანოს შეცდომაში და კომპანიის ფინანსურ მდგომარეობაზე პასუხისმგებლობა დააკისროს სახელმწიფო სტრუქტურებს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42