,,აღმოსავლეთ პარტნიორობის" არაფორმალური დიალოგის მეშვიდე შეხვედრა გაიმართა
პოლიტიკა - 14:06, 12 Jul, 2016     872
2016 წლის 11-12 ივლისს, ქ. კიევში გაიმართა „აღმოსავლეთ პარტნიორობის" არაფორმალური დიალოგის მეშვიდე შეხვედრა, რომელიც საგარეო საქმეთა მინისტრების სესიის გარდა, ითვალისწინებდა შეხვედრას მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების საკითხზე, შესაბამისი დარგის მინისტრების მონაწილეობით.

არაფორმალური დიალოგის შეხვედრაში ქართული მხრიდან მონაწილეობას იღებდნენ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, გიგი გიგიაძე და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე, ნიკოლოზ გაგუა. ევროკავშირის მხრიდან დიალოგში მონაწილეობდნენ - ევროკომისარი ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების მოლაპარაკებების საკითხებში, იოჰანეს ჰანი, ევროკომისარი შიდა ბაზრის, მრეწველობის, წარმოების და მცირე და საშუალო ბიზნესის საკითხებში, ელიზაბეტა ბიენკოვსკა, საგარეო ქმედებათა ევროპული სამსახურის გენერალური მდივნის მოადგილე, ჰელგა შმიდი და სლოვაკეთის რესპუბლიკის ეკონომიკის მინისტრი, როგორც ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყნის წარმომადგენელი, პეტერ ზიგა. შეხვედრას ესწრებოდნენ „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ დანარჩენი ხუთი ქვეყნის შესაბამისი უწყებების მაღალი რანგის წარმომადგენლები.

საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე ძირითადი აქცენტი გაკეთდა ,,აღმოსავლეთ პარტნიორობის’’ ფარგლებში თანამშრომლობის შემდგომ გააქტიურებაზე 23 მაისს ქ. ბრიუსელში გამართული მინისტერიალის შედეგების გათვალისწინებით. მხარეებმა იმსჯელეს კონკრეტულ ნაბიჯებზე სავაჭრო-ეკონომიკურ, ენერგეტიკისა და ტრანსპორტის დარგებში. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის გაძლიერების მნიშვნელობას არსებულ საფრთხეებთან ეფექტიანად გამკლავების მიზნით. შეხვედრაზე მხარეებმა იმსჯელეს საერთაშორისო საკითხებზე და გლობალურ გამოწვევებზე.

„აღმოსავლეთ პარტნიორობის“ არაფორმალური დიალოგის ფორმატი ჩამოყალიბდა 2013 წელს ევროკავშირის ინიციატივით და ითვალისწინებს ზოგადი (საგარეო საქმეთა მინისტრები) და სექტორული (დარგობრივი საგარეო საქმეთა მინისტრები) დიალოგის შეხვედრებს. სხდომები, როგორც წესი, იმართება წელიწადში ორჯერ პარტნიორ ქვეყნებში და მასში მონაწილეობას იღებენ პარტნიორი ქვეყნების საგარეო საქმეთა და დარგობრივი მინისტრები, საგარეო ქმედებათა ევროპული სამსახურის მაღალი რანგის წარმომადგენელი, ევროკომისარი ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების მოლაპარაკებათა საკითხებში და შესაბამისი დარგის ევროკომისარი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42