„რესპუბლიკური პარტიის“ საარჩევნო სიის პირველმა ნომერმა დავით უსუფაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ თინა ხიდაშელი და პაატა ზაქარეიშვილი წინასაარჩევნოდ თანამდებობეს დატოვებენ. ამის შესახებ კომენტარს აკეთებს თავდაცვის მინისტრიც და აცხადებს, რომ მინისტრის პორტფელის დატოვების შესახებ კონკრეტულ თარიღს ამერიკის შეერთებული შტატებიდან დაბრუნების შემდგომ დაასახელებს:
„თავდაცვის სამინისტროში არის რამდენიმე, ძალიან სასწრაფოდ დასასრულებელი ღონისძიება, რომელსაც ახლა გადაბარების რეჟიმი ხელს შეუშლის და პრობლემას შექმნის. ერთ-ერთია სულ რამდენიმე დღის წინ თბილისში გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში, ივლისის შუა რიცხვებში დაგეგმილი იყო ვიზიტი ამერიკაში, ამ მემორანდუმის შესაბამის გეგმაზე მუშაობა. ამერიკაში გავემგზავრები, ამ პროცესს დავასრულებ და იქიდან დაბრუნების შემდეგ, უკვე კონკრეტულ რიცხვზე შევთანხმდებით. არამგონია, ახლა ასეთი მნიშვნელოვანი იყოს, რომელ რიცხვში და რომელ საათზე მოხდება ჩემი გადადგომა. პოლიტიკური გადაწყვეტილება თქვენთვის ცნობილია. კიდევ ერთხელ ვამბობ, არასოდეს მივცემ ჩემს თავს უფლებას და კიდევ ერთხელ ვამბობ, მე და პრემიერი ამ შემთხვევაში ერთ აზრზე ვართ, რომ არ მივატოვო პროცესი შუაში , რომელიც ქვეყნისთვის ასეთი მნიშვნელოვანია და რომლის წარმატებისთვის მთელი წლის განმავლობაში ვიბრძოდი. ამიტომ ამერიკიდან დაბრუნების შემდეგ, უკვე კონკრეტულ თარიღს დავასახლებ“, - განაცხადა თინა ხიდაშელმა.
მასალის გამოყენების პირობები






