საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გია ვოლსკი საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველს კახა კოჟორიძეს პასუხობს. ვოლსკის განცხადებით, პარლამენტის რიგგარეშე სხდომები რომ ჩატარდეს, დეპუტატები საბოლოო გადაწყვეტილებას მაინც ვერ მიიღებენ, რადგან არ არსებობს უმრავლესობაში სასამართლო რეფორმის მესამე ტალღის კანონპროექტზე ერთიანი პოზიცია.
„პარლამენტის მიმართ ისე საუბრობენ, კოჟორიძე მყავს მხედველობაში, თითქოს ეს ინსტიტუტი არ უნდა იყოს პატივსაცემი ან რაღაც ერთი ხელის დაკვრით, მისი გადაწყვეტილებით შეიკრიბოს ან არ შეიკრიბოს. ორი მნიშვნელოვანი მუხლი, ეს არის სამწლიანი გამოსაცდელი ვადა და მოსამართლეების, სასამართლოთა თავმჯდომარეების დანიშვნის საკითხთან დაკავშირებით, არის აზრთა სხვადასხვაობა. ტექნიკურად რომც გახდეს შესაძლებელი უმრავლესობის შეკრება, თუნდაც ოპოზიციასთან ერთად, არ იქნება მიღწეული კონსესუსი,“- განაცხადა გია ვოლსკიმ.
მასალის გამოყენების პირობები






